Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებმუხლი 7

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 7. შესაფერისობის კრიტერიუმები

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:სექტორული შერწყმა-შეძენაწილებისა და აქციების შეფასებაპერსონალური ინვესტიციაკორპორაციული და ინდივიდუალური განათლება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹56789

1.მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, მიკრობანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი (აქციონერი) ან სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი.

2.პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, თუ: ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც ფინანსურ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები ან ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია; ბ) იგი იყო ფინანსური ინსტიტუტის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი გადახდისუუნარო გახდა; გ) მან არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის მიმართ; დ) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის; ე) მას არ აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.

3.მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს ეკრძალება მონაწილეობა იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს.

4.პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

4¹.პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია, რომ იგი ახორციელებს უკანონო საქმიანობას ან/და არაჯანსაღ ან/და საფრთხის შემცველ სამეწარმეო პრაქტიკას.

5.პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) მონაწილეობა 10%-ს ან 50%-ს გადააჭარბებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე.

6.საქართველოს ეროვნული ბანკი განაცხადს განიხილავს მისი წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.

7.განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.

8.მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს განაცხადი არ წარუდგინა ან საქართველოს ეროვნული ბანკისაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი.

9.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2604 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. 11 იან. 2018

    მე-7 მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი, რომელიც ეროვნულ ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას სამართლებრივი აქტით დაადგინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები.

  3. 22 მარ. 2017

    მე-5–მე-8 პუნქტებში მნიშვნელოვანი წილის შეძენის განაცხადის წარდგენა, 15-დღიანი განხილვა, დუმილით თანხმობა და გარიგების ბათილობა ეროვნულ ბანკთან არის დაკავშირებული; მე-5 პუნქტის წინადადებაც ახლებურად არის ფორმულირებული.

  4. 10 სექ. 2015

    მე-8 პუნქტში მნიშვნელოვანი წილის შეძენის გარიგების ბათილობის პირობებში განაცხადის წარმდგენი და დასაბუთებული უარის გამცემი ორგანო ეროვნული ბანკის ნაცვლად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოა; წინადადება ამ მიზნით ახლებურადაა დალაგებული.

  5. 20 მარ. 2013

    მე-7 მუხლს დაემატა მე-5–მე-8 პუნქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი წილის შეძენას ეროვნულ ბანკთან განაცხადს უკავშირებს, ადგენს 15-დღიან განხილვის ვადას, პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში თანხმობის ავტომატურ მიცემას და გარიგების ბათილობას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტო M&A1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორპორაციული კრიპტო ტრენინგი აღმასრულებლებისთვის და გუნდებისთვისსერვისის გვერდი
  • მინორიტარული წილის შეფასება და დისკაუნტის ანალიზისერვისის გვერდი
  • ფიზიკური პირის კრიპტო პორტფელის შეფასება და ოპტიმიზაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №26

  • 5 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2023
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 4მიკროსაფინანსო საქმიანობა
  • 9¹დარღვევები და სანქციები

ფაქტორინგის შესახებ

  • 10შესაფერისობის კრიტერიუმები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 7ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 28აკრძალული გარიგებები, მუშაობის მეთოდები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 12ინტერესთა კონფლიქტი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 5კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები
  • 1ტერმინთა განმარტება

დაზღვევის შესახებ

  • 22¹მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს  წევრებისა (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრისა) და ხელმძღვანელი პირების შესაფერისობის კრიტერიუმები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 10ინტერესთა კონფლიქტი

მეწარმეთა შესახებ

  • 214თანამდებობათა შეთავსების დაუშვებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1249¹22¹51102147228107
მნიშვნელობით ახლოსფაქტორინგის შესახებმიკრობანკების საქმიანო…არასაბანკო სადეპოზიტო …კომერციული ბანკების სა…დაზღვევის შესახებმიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026