მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾300-დან

ირაკლი ღლონტისალომე ოსეფაშვილისალომე კობერიძე

1.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით.

2.მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომლის მიმართაც გამოყენებულ უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.

3.მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა უფლებამოსილი, თავის საფირმო სახელწოდებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა შეიტანოს ტერმინი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“ ან მისი აბრევიატურა „მისო“.

4.მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის გამოვლენისას  საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი სანქცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5924 - სსმ I, №7 , 26.03.2008 წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 10 მაი. 2019-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 მაი. 2019 – 1 ივლ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-3 მუხლის ბოლო პუნქტში კონკრეტული სანქციების ჩამონათვალი შეიცვალა ზოგადი ფორმულით „შესაბამისი სანქცია“.

  2. პირველ პუნქტში რეგისტრაციისა და ზედამხედველობის სუბიექტად, ხოლო მე-4 პუნქტში გაფრთხილების, ჯარიმისა და რეგისტრაციის გაუქმების უფლებამოსილ ორგანოდ ეროვნული ბანკია დასახელებული; პირველ პუნქტში ასევე შეიცვალა ორგანიზაციის ფორმის აღწერა.

  3. მე-3 მუხლის 1-ელ პუნქტში რეგისტრატორი და ზედამხედველი, ხოლო მე-4 პუნქტში შემმოწმებელი და სანქციის გამომყენებელი ორგანო ეროვნული ბანკის ნაცვლად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოა.

  4. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    პირველ და მე-4 პუნქტებში სააგენტოს ნაცვლად რეგისტრაციის, ზედამხედველობისა და შემოწმების ორგანოა ეროვნული ბანკი. მე-4 პუნქტს დაემატა ფულადი ჯარიმის დაკისრების უფლებამოსილება და რეგისტრაციის გაუქმების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი.

  5. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    მე-3 მუხლის პირველ პუნქტში რეგისტრაციისა და ზედამხედველობის სუბიექტი, ხოლო მე-4 პუნქტში შემოწმების, გაფრთხილებისა და რეგისტრაციის გაუქმების უფლებამოსილი ორგანო ეროვნული ბანკის ნაცვლად სააგენტოა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
210²410¹250328448²20463
მნიშვნელობით ახლოსმიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს ეროვნული ბ…მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს საგადასახა…არასაბანკო სადეპოზიტო …საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა