საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 11. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილად ცნობა ან არარად აღიარება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი ან არარად აღიარებული: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) თუ ეს გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი მიღებულ იქნა არასწორი ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე, რის შესახებაც განმცხადებელმა (მომთხოვნმა) იცოდა ან განმცხადებელს (მომთხოვნს) უნდა სცოდნოდა, და ეს გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი არ იქნებოდა მიღებული სწორი ან სრული ინფორმაციის საფუძველზე; გ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2.წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილად ცნობა ან არარად აღიარება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და მისი ბათილად ცნობა ან არარად აღიარება იწვევს ამავე კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი ან არარად აღიარებული: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) თუ ეს გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი მიღებულ იქნა არასწორი ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე, რის შესახებაც განმცხადებელმა (მომთხოვნმა) იცოდა ან განმცხადებელს (მომთხოვნს) უნდა სცოდნოდა, და ეს გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი არ იქნებოდა მიღებული სწორი ან სრული ინფორმაციის საფუძველზე; გ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილად ცნობა ან არარად აღიარება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და მისი ბათილად ცნობა ან არარად აღიარება იწვევს ამავე კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2860¹6232422422¹14034518911623911
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…მეწარმეთა შესახებ