Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასაქონლო ნიშნების შესახებმუხლი 28

სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 28. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციასავაჭრო ნიშნის დავებისავაჭრო ნიშნის ძიებაIP სტრატეგიაბრენდის დაცვამომხმარებლის უფლებების დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა; ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით განხორციელდა; გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია პარიზის კონვენციის მონაწილე ერთ-ერთ სახელმწიფოში განახორციელა ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენელმა ან აგენტმა თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე და სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენელი ან აგენტი ვერ წარადგენს შესაბამის დასაბუთებას; დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს ისეთ საფირმო სახელწოდებას, რომელზე უფლებებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა; ე) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ან/და სასაქონლო ნიშნის გამოყენებით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისთვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე; ვ) იგი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტურია ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა, თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენება მის მფლობელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას; ზ) სასაქონლო ნიშანი არის მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი, რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია, და სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა; თ) სასაქონლო ნიშანში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო, რომელზე უფლებებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე, და, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ამ სიმბოლოზე უფლებების მფლობელს უფლება აქვს, აკრძალოს სასაქონლო ნიშნის გამოყენება; ი) სასაქონლო ნიშნის გამოყენება შეიძლება აიკრძალოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე.

2.სასაქონლო ნიშანი არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი რეგისტრირებულია ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევით, მაგრამ ეს სასაქონლო ნიშანი სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც ის არის რეგისტრირებული, განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა.

3.სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა შეიძლება მოითხოვოს: ა) ნებისმიერმა პირმა, იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 მუხლის ან მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები; ბ) მხოლოდ ადრინდელი უფლების მფლობელმა, იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-5 მუხლის (გარდა იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა) მოთხოვნები; გ) მხოლოდ ადრინდელი უფლების მფლობელმა, თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაცვლად მოითხოვოს სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მისთვის გადაცემა.

5.თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, მისი რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.

6.სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საქონლის მთელი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.

7.სასაქონლო ნიშანი არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის ან შეგებებული სარჩელის აღძვრამდე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა ადრინდელი უფლების მფლობელმა გასცა წერილობითი თანხმობა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე.

8.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა ადრინდელი უფლების მფლობელმა ამავე მუხლის საფუძველზე სარჩელით ან შეგებებული სარჩელით მოითხოვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, მას არ აქვს უფლება, ხელახლა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა იმავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, თუკი მას შეეძლო შესაბამისი საფუძვლით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა პირველი სარჩელის ფარგლებში მოეთხოვა.

9.პირს არ აქვს უფლება, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის საფუძველზე მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც ის გამოიყენება, თუ იგი სასამართლოს შესაბამისი სარჩელით არ მიმართავს 5 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა სადავო სასაქონლო ნიშნის საქართველოში გამოყენების შესახებ. ეს წესი არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით განხორციელდა.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ადრინდელი სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელმა დაკარგა სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.

11.სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ითხოვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას, ვალდებულია, თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 5 წელზე მეტი, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი უთითებს სარჩელის საფუძვლად. სასაქონლო ნიშნის რეალური გამოყენების მტკიცებულების წარუდგენლობის ან მისი გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის მიუთითებლობის შემთხვევაში სარჩელზე საქმისწარმოება წყდება.

12.თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა რეგისტრირებული საქონლის მხოლოდ ნაწილის მიმართ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული დავის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქონლის მხოლოდ შესაბამისი ნაწილისთვის. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

რედაქციების შედარება

1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციანიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნებისმოთხოვნათა დარღვევითდარღვევითაა განხორციელდა;რეგისტრირებული; ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერიმოხდა განზრახვითარაკეთილსინდისიერი განხორციელდა;განზრახვით; გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის მონაწილე ერთ-ერთ სახელმწიფოშიწევრ განახორციელაქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენელმაწარმომადგენლის ან აგენტმააგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე და სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენელი ან აგენტი ვერ წარადგენს შესაბამის დასაბუთებას;გარეშე; დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს ისეთ საფირმო სახელწოდებას, რომელზერომელზედაც უფლებებიცუფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა; ე) სასაქონლო ნიშნისამგვარი რეგისტრაციით ან/და სასაქონლო ნიშნის გამოყენებით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისთვისნიშნისათვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე; ვ) იგი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტურია ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა, თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენება მის მფლობელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას; ზ) სასაქონლო ნიშანი არის მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი, რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია, და სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა; თ) სასაქონლო ნიშანში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო, რომელზე უფლებებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე, და, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ამ სიმბოლოზე უფლებების მფლობელს უფლება აქვს, აკრძალოს სასაქონლო ნიშნის გამოყენება; ი) სასაქონლო ნიშნის გამოყენება შეიძლება აიკრძალოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე.თარიღამდე. 2. სასაქონლო ნიშანი არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი რეგისტრირებულია ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევით, მაგრამ ეს სასაქონლო ნიშანი სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც ის არის რეგისტრირებული, განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა. 3. სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა შეიძლება მოითხოვოს: ა) ნებისმიერმა პირმა, იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 მუხლის ან მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები; ბ) მხოლოდ ადრინდელი უფლების მფლობელმა, იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-5 მუხლის (გარდა იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა) მოთხოვნები; გ) მხოლოდ ადრინდელი უფლების მფლობელმა, თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაცვლად მოითხოვოს სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მისთვის გადაცემა. 5. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველისაფუძვლები არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვალისჩამონათვლის ნაწილის მიმართ, მისი რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ. 6. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის3. საქონლის მთელი ჩამონათვალისჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში. 7. სასაქონლო ნიშანი არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის ან შეგებებული სარჩელის აღძვრამდე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა ადრინდელი უფლების მფლობელმა გასცა წერილობითი თანხმობა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე. 8. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა ადრინდელი უფლების მფლობელმა ამავე მუხლის საფუძველზე სარჩელით ან შეგებებული სარჩელით მოითხოვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, მას არ აქვს უფლება, ხელახლა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა იმავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, თუკი მას შეეძლო შესაბამისი საფუძვლით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა პირველი სარჩელის ფარგლებში მოეთხოვა. 9. პირს არ აქვს უფლება, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის საფუძველზე მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც ის გამოიყენება, თუ იგი სასამართლოს შესაბამისი სარჩელით არ მიმართავს 5 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა სადავო სასაქონლო ნიშნის საქართველოში გამოყენების შესახებ. ეს წესი არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით განხორციელდა. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ადრინდელი სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელმა დაკარგა სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება. 11. სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ითხოვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას, ვალდებულია, თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 5 წელზე მეტი, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულიაშესაბამისი ესცვლილებები სასაქონლოშეიტანება ნიშანირეესტრში და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი უთითებს სარჩელის საფუძვლად. სასაქონლო ნიშნის რეალური გამოყენების მტკიცებულების წარუდგენლობის ან მისი გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის მიუთითებლობის შემთხვევაში სარჩელზე საქმისწარმოება წყდება. 12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა რეგისტრირებული საქონლის მხოლოდ ნაწილის მიმართ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული დავის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულიაცნობა საქონლისამის მხოლოდშესახებ შესაბამისიქვეყნდება ნაწილისთვის.ბიულეტენში. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2024· გამოქვეყნდა 7 მარ. 2024
  2. 4 იან. 2006
წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება (მუხლი 196)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტრეიდმარკის გაყალბება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროდუქტის დამცირება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია (EUIPO)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-12-12 · №12

6
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2024-03-07
2
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18მუხლი 4მუხლი 5საქართველოს სამოქა… 18

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 272მუხლი 16მუხლი 29მუხლი 38მუხლი 38¹⁰მუხლი 45¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 29სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების ან ბათილად ცნობის შედეგები
  • 27სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები
  • 38¹⁰სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები

დიზაინის შესახებ

  • 29დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 18ადგილწარმოშობის დასახელებასა ან გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის ურთიერთობა
  • 17ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმება და ბათილად ცნობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 158სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის უკანონო გამოყენება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 57პატენტის ბათილად ცნობა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 81საქართველოს საქონლის მიერ საბაჟო სტატუსის დაკარგვა
  • 91რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 25²რეგისტრაციის გაუქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
572938¹⁰1845163845¹2715827218291828
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…დიზაინის შესახებსაქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024