საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 18. აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა ცნოს აღმჭურველი გადაწყვეტილება, თუ შესრულდა ყველა შემდეგი პირობა: ა) აღმჭურველი გადაწყვეტილება მიღებულია არასწორ ან არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით; ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არასწორი ან არასრული იყო; გ) სწორი ან/და სრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ეს აღმჭურველი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.

2.აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელს უნდა გაეგზავნოს შეტყობინება ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

3.აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილობა ძალაშია ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა ცნოს აღმჭურველი გადაწყვეტილება, თუ შესრულდა ყველა შემდეგი პირობა: ა) აღმჭურველი გადაწყვეტილება მიღებულია არასწორ ან არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით; ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არასწორი ან არასრული იყო; გ) სწორი ან/და სრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ეს აღმჭურველი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. 2. აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელს უნდა გაეგზავნოს შეტყობინება ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. 3. აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილობა ძალაშია ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60¹3242242711433474719239117392318
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა