საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 91. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ორგანომ დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ბათილად უნდა ცნოს რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაცია, თუ შესრულებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) საბაჟო ორგანო დარწმუნდა, რომ შესაბამისი საქონელი დაუყოვნებლივ უნდა მოექცეს განცხადებულისგან განსხვავებულ საბაჟო პროცედურაში; ბ) განსაკუთრებული გარემოებების გამო გაუმართლებელია საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება.

2.თუ საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეატყობინა საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვის შესახებ, ამ საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის თაობაზე დეკლარანტის განცხადება არ მიიღება საქონლის შესწავლის დასრულებამდე.

3.დაუშვებელია საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა შესაბამისი საქონლის გაშვების შემდეგ, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4.საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია შეიძლება ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, თუ იგი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ გარკვეული გარემოებების დადგომის (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, ხელშეკრულების პირობების შეცვლის) გამო შეუძლებელია ამ საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება; ბ) იმ საქონლის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისას (თავისუფალ მიმოქცევაში სხვა მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებისას), რომელიც მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ბათილად უნდა ცნოს რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაცია, თუ შესრულებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) საბაჟო ორგანო დარწმუნდა, რომ შესაბამისი საქონელი დაუყოვნებლივ უნდა მოექცეს განცხადებულისგან განსხვავებულ საბაჟო პროცედურაში; ბ) განსაკუთრებული გარემოებების გამო გაუმართლებელია საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება. 2. თუ საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეატყობინა საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვის შესახებ, ამ საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის თაობაზე დეკლარანტის განცხადება არ მიიღება საქონლის შესწავლის დასრულებამდე. 3. დაუშვებელია საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა შესაბამისი საქონლის გაშვების შემდეგ, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა. 4. საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია შეიძლება ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, თუ იგი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ გარკვეული გარემოებების დადგომის (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, ხელშეკრულების პირობების შეცვლის) გამო შეუძლებელია ამ საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება; ბ) იმ საქონლის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისას (თავისუფალ მიმოქცევაში სხვა მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებისას), რომელიც მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28264224276995⁶56² (…7¹ (დ…68156909491
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა