საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 64¹. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობა

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობა ხორციელდება შემოსავლების სამსახურსა და პირს შორის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

2.საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით პირს ენიჭება საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსი.

3.საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის პროცესში მონაწილეობა პირს ანიჭებს თავისი კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლებას.

4.საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობები, ამ პირობების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა, მათი წარდგენისა და განხილვის წესი, გამარტივებული საბაჟო პროცედურები და იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიმართაც არ დაიშვება აღნიშნული პროცედურების განხორციელება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №207 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.114 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010

    64¹ მუხლის პირველ ნაწილში თანამშრომლობის მხარედ დასახელებულია უშუალოდ შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროზე მითითების გარეშე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5⁷2586424¹17 (დ…29 (დ…1824125121364¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საავტომობილო ტრანსპორტ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საბაჟო კონტროლის გვერდ…