1.საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა არ არის აკრძალული.
2.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვები ან/და ლიცენზიები, რომლებიც სავალდებულოა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისათვის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისათვის, წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო პროცედურების განხორციელებისას.
3.საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მოიწვიოს ექსპერტი. ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4.საბაჟო კონტროლის განხორციელებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ზიანი არ უნდა მიაყენოს შესამოწმებელ საქონელსა და გარემოს. საბაჟო კონტროლი ხორციელდება ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
5.საბაჟო საწყობში, თავისუფალ ზონაში, თავისუფალ საწყობში, უბაჟო ვაჭრობის პუნქტში, საფოსტო მომსახურების ადგილზე, ნავსადგურში, აეროპორტსა და რკინიგზის სადგურში საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, შენობა-ნაგებობის ან ფართობის მესაკუთრისაგან ან მფლობელისაგან (თუ მესაკუთრე არ არის მფლობელი) უსასყიდლო სარგებლობისათვის მოითხოვოს და მიიღოს საჭირო შენობა-ნაგებობა ან ფართობი, რომელთა ნორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
6.საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დეკლარანტი ვალდებულია, საქონლის ოდენობა განსაზღვროს საკუთარი ხარჯებით.
7.საბაჟო კონტროლი ხორციელდება რისკების განსაზღვრის, ანალიზის, მართვის, მონიტორინგისა და პრიორიტეტების საფუძველზე.
8.საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა არ არის აკრძალული.2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვები ან/და ლიცენზიები, რომლებიც სავალდებულოა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისათვის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისათვის, წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო პროცედურების განხორციელებისას.3. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მოიწვიოს ექსპერტი. ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.4. საბაჟო კონტროლის განხორციელებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ზიანი არ უნდა მიაყენოს შესამოწმებელ საქონელსა და გარემოს. საბაჟო კონტროლი ხორციელდება ყოველგვარი შეფერხების გარეშე.5. საბაჟო საწყობში, თავისუფალ ზონაში, თავისუფალ საწყობში, უბაჟო ვაჭრობის პუნქტში, საფოსტო მომსახურების ადგილზე, ნავსადგურში, აეროპორტსა და რკინიგზის სადგურში საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, შენობა-ნაგებობის ან ფართობის მესაკუთრისაგან ან მფლობელისაგან (თუ მესაკუთრე არ არის მფლობელი) უსასყიდლო სარგებლობისათვის მოითხოვოს და მიიღოს საჭირო შენობა-ნაგებობა ან ფართობი, რომელთა ნორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.6. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დეკლარანტი ვალდებულია, საქონლის ოდენობა განსაზღვროს საკუთარი ხარჯებით.7. საბაჟო კონტროლი ხორციელდება რისკების განსაზღვრის, ანალიზის, მართვის, მონიტორინგისა და პრიორიტეტების საფუძველზე.8. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 მუხლი 64 1 . საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობა 1. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობა ხორციელდება შემოსავლების სამსახურსა და პირს შორის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით პირს ენიჭება საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსი. 3. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის პროცესში მონაწილეობა პირს ანიჭებს თავისი კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლებას. 4. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობები, ამ პირობების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა, მათი წარდგენისა და განხილვის წესი, გამარტივებული საბაჟო პროცედურები და იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიმართაც არ დაიშვება აღნიშნული პროცედურების განხორციელება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №207 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.114 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27 მუხლი 64 2 . კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდება 1. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი საქონლის ბრუნვის აღსაკვეთად და ამ ბრუნვაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით საბაჟო ორგანოები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე, უცხო სახელმწიფოს საბაჟო ან/და სხვა კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით ან ქვეყნის საბაჟო ან/და სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით იყენებენ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმას, რაც გულისხმობს საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ უკანონო ბრუნვაში მოქცეული ზემოთ აღნიშნული საქონლის საქართველოში შემოტანას, საქართველოდან გატანას ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტით გატარებას. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქონლის მიმართ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახური შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან შეთანხმებით. 3. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თუ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის დანიშნულების ქვეყანა უცხო სახელმწიფოა, სისხლის სამართლის საქმე საქართველოში არ აღიძვრება, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახური დადგენილი წესით დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს. 4. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 თავი XIV საბაჟო რეჟიმში საქონლის მოსაქცევად განხორციელებული, დეკლარირებასთან და დათვალიერებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030ტექსტი უცნობია
1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010ტექსტი უცნობია
31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010ტექსტი უცნობია
1 იან. 2010 – 31 მარ. 2010ტექსტი უცნობია
19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
მე-5 პუნქტის ადგილთა ჩამონათვალს უბაჟო ვაჭრობის პუნქტი დაემატა.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.