Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 14

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 14. ფორმალური ექსპერტიზის შედეგები და მასთან დაკავშირებული მიმოწერა.

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ განაცხადი და თანდართული მასალები აკმაყოფილებს კანონისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნებს, ექსპერტიზას გამოაქვს გადაწყვეტილება განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის შესახებ და ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს.

2.თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) მიერ და დარღვეულია ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, განაცხადი განუხილველი დარჩება და ამის თაობაზე ეცნობება განმცხადებელს.

3.თუ განაცხადი ეხება კოლექტიური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას და განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში არ არის წარდგენილი კოლექტიური ნიშნის დებულება, განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და ეცნობება განმცხადებელს.

4.თუ განაცხადის მასალები მოითხოვს დაზუსტებას, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი  შეტყობინება, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს ჩამოთვლილი ყველა ის მოთხოვნა და შესწორება, რომელთა შესრულებაც აუცილებელია მოცემულ განაცხადზე ექსპერტიზის გასაგრძელებლად. განმცხადებელი ვალდებულია, მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან ორი თვის ვადაში, წარადგინოს წერილობითი პასუხი საქპატენტში. განმცხადებელს უფლება აქვს ერთი თვით გააგრძელოს შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადა, თუ წერილობითი მოთხოვნა ვადის გაგრძელების შესახებ, საქპატენტში წარდგენილი იქნება ზემოთ აღნიშნულ ორი თვის ვადაში და გადახდილ იქნება დადგენილი საფასური.

5.შეტყობინება იგზავნება თუ: ა) განაცხადი ეხება ერთზე მეტ სასაქონლო ნიშანს. განმცხადებელს ეძლევა წინადადება თითოეული სიმბოლოსათვის წარადგინოს დამოუკიდებელი განაცხადი. შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის თაობაზე საქპატენტის მიერ დადგენილი ვადის  დარღვევის შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება; ბ) მოითხოვება ადრინდელი პრიორიტეტი, კერძოდ, საკონვენციო, საგამოფენო ან გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე და ასეთი პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარდგენილი დადგენილი წესით და/ან მისი მონაცემები განსხვავედება საქპატენტში შეტანილი განაცხადების მონაცემებისაგან ; შეტყობინებაზე საქპატენტის მიერ პასუხის წარდგენის  დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში, განმცხადებელი კარგავს ადრინდელი პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებას და პრიორიტეტი დადგინდება საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღით; გ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს გამოსახულება არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და/ან განაცხადში მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია არ შეესაბამება ამ გამოსახულების ფერებს, შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის თაობაზე საქპატენტის მიერ დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ექსპერტი ფერს ან ფერთა კომბინაციას განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს შესაბამისად; დ) არ არის წარდგენილი სიმბოლოს აღწერილობა ან წარდგენილი აღწერილობა მოითხოვს დაზუსტებას; ე) წარდგენილი საქონლის ჩამონათვალი არ არის კლასიფიცირებული ან მოითხოვს დაზუსტებას. თუ განმცხადებელი საქპატენტის მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს პასუხს საქონლის ჩამონათვალის დაზუსტების შესახებ საქპატენტი თავად განსაზღვრავს საქონლის ჩამონათვალს; ვ) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა არ შეესაბამება განაცხადში მითითებული ან მიმოწერით დაზუსტებული საქონლის ჩამონათვალის კლასების რაოდენობისათვის დადგენილ თანხას. განმცხადებელს ეძლევა წინადადება შეავსოს გადახდილი საფასური დადგენილ ოდენობამდე ან მიუთითოს ის კლასები, რომლისთვისაც  საკმარისი იქნება გადახდილი თანხა. ამ პუნქტში მითითებულ შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის  ვადის დარღვევის შემთხვევაში, ექსპერტიზა ტარდება სიის მიხედვით პირველი იმდენი კლასისათვის, რამდენისათვისაც საკმარისია გადახდილი საფასური; ზ) გაგზავნილი შეტყობინების პასუხად მიღებული მასალა საჭიროებს დაზუსტებას; თ) თუ განაცხადის სხვა მასალები ხარვეზიანია და საჭიროებს დაზუსტებას.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 27 ივნ. 2024

    Updates acceptance rules, particularly for collective/certification marks; clarifies requirements for initial screening.

  2. 14 სექ. 2021

    Renamed section to 'Results of Formal Examination and Related Correspondence'; clarified requirements for representative appointment.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2024-06-26 · №4

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2024-06-27
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410629215112013121632²914
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…სპორტის შესახებ

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო