1.საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყიფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2.უცხოელს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.
