სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივით უცხოელზე ბინადრობის ნებართვის გასაცემად: ა.ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ა.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ა.გ) საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი მიმართვა; ა.დ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს ვიზა); ა.ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლზე ან დაზარალებულზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობა; გ) კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად: გ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება; გ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ.გ) ფოტოსურათი, ზომით 3/4.
მუხლი 9. სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები
რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 9 ივლ. 2026
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 29 აგვ. 2025
- · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2022
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

