Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 21

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 21. საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დროებითი ვიზებისამუშაო ნებართვებისაინვესტიციო მიგრაციასაგადასახადო რეზიდენტობასპეციალური კატეგორიებიდოკუმენტების შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11²1³1⁴345

1.უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს: ა) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა; ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; [ ბ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; გ) თუ მას საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეუჩერდა პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის სტატუსი და ამ სტატუსის შეჩერებიდან 90 დღე გავიდა ან მან შეწყვიტა/დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუკი D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება სააგენტოს წერილობით ან შესაბამისი პროგრამის მეშვეობით აცნობებს; [ გ 1 ) თუ იგი საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ვერ დააგროვებს ამ პერიოდის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების ერთ მესამედზე მეტს, რის შესახებაც აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება სააგენტოს წერილობით ან შესაბამისი პროგრამის მეშვეობით აცნობებს; გ 2 ) თუ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეუძლებელს ხდის ამ კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე სწავლას ან/და ეს საქმიანობა არ შეესაბამება სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის პირობებს/მიზანს; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] დ) თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა; ე) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საქართველოს ვიზა; ვ) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; ზ) თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგი ფიქციურად დაქორწინდა; თ) თუ უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ; ი) თუ მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე ჰქონდა აღებული; ლ) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართა სააგენტოს ბინადრობის მოწმობის ასაღებად; მ) თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა; [ ნ) თუ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მომართვის თანახმად, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლების პირობები; ო) თუ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მომართვის თანახმად, მან შრომითი საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 1 1 . D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში.

1².საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ ამ ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს არ წარუდგენს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან აღნიშნულ უცხოელს მის მიერ წარდგენილი, ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციით არ უდასტურდება მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.

1³.საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელმაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე მიიღო, შეუწყდება იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც აქვს მიღებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. აღნიშნულ უცხოელს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არ შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუ იგი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტამდე სააგენტოს საჯარო რეესტრიდან წარუდგენს ამონაწერს იმავე ან უფრო მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ. აღნიშნული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება დადგენილი უნდა ჰქონდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებულ შემფასებელს.

1⁴.ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პირის ფაქტობრივად ყოფნის დროდ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლის განმავლობაშიც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ სამკურნალოდ. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. [ 1 5 . სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე პირის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პირის ფაქტობრივად ყოფნის დროდ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლის განმავლობაშიც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ სამკურნალოდ ან საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. პირს საქართველოში ყოფნის ვადა შეუწყდება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

3.საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა აგრეთვე შეწყდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4.საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სხვა შემთხვევებში გაცემული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ორგანოსთვის გახდა ცნობილი საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძველი.

5.უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. [ 5 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 6. საქართველოს ვიზა და საქართველოში ბინადრობის ნებართვა ძალას კარგავს, თუ: ა) უცხოელზე გაიცემა ახალი საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას; ბ) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4741 – ვებგვერდი, 05.06.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №670 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026

    21-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა ყოფნის ვადის შეწყვეტის ახალი საფუძვლები („ბ“, „გ“–„გ²“, „ნ“, „ო“), დაემატა 1⁵ და 5¹ პუნქტები და ახალი 21¹–21³ მუხლები უსაფრთხოების ინტერესების, გასაჩივრებისა და კანონიერი ყოფნის ცნობის შესახებ.

  2. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  3. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2025

    21-ე მუხლს დაემატა 1⁴ პუნქტი IT სფეროს დროებითი ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ 183-დღიანი არყოფნისას; სათაური ამოღებულია.

  4. 13 აპრ. 2021

    21 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „მ“ ქვეპუნქტი დანაშაულის ჩადენის შესახებ, ხოლო 1² პუნქტში შეიცვალა მითითება მე-16 მუხლზე და დაემატა „მის მიერ“.

  5. 5 ივნ. 2019

    21-ე მუხლს დაემატა 1² პუნქტი (ვადის შეწყვეტა ბრუნვის ინფორმაციის წარუდგენლობის ან ბრუნვის დაუდასტურებლობის გამო) და 1³ პუნქტი (ვადის შეწყვეტა უძრავ ნივთზე საკუთრების შეწყვეტისას ჩანაცვლების გამონაკლისით).

  6. 15 მაი. 2015

    21-ე მუხლს დაემატა ყოფნის ვადის შეწყვეტის ახალი საფუძველი უძრავ ნივთზე საკუთრების დაკარგვისას, ხოლო ვიზის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები განისაზღვრა ვიზის გაცემის ადგილისა და საფუძვლის გაგების მიხედვით.

  7. 26 ნოე. 2014

    21-ე მუხლის მე-2 პუნქტში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძველი გაფართოვდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20¹შემდეგი მუხლი 21¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბინადრობა უძრავი ქონების მფლობელთათვის (პენსიონერები)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობის მოწმობის განახლება/გაგრძელება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობის ნებართვის განაცხადები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დროებითი ბინადრობის ნებართვის აღება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №23

  • 7 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 12 რედაქცია
  • 9 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 15მუხლი 16მუხლი 18მუხლი 23მუხლი 51მუხლი 54მუხლი 64მუხლი 66¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16მუხლი 47

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 60უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება
  • 11საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 48საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 15 (დანართი 1)საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობები. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
  • 6 (დანართი 1)სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 13⁷შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 47²უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 191საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა
  • 31²უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 10საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 73¹უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 24აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²111615182351546466¹47604815 (დ…13⁷21
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოში ბინადრობი…შრომითი მიგრაციის შესა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026