ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

მუხლი 16. ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ყოველი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას დანიშნოს ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში სათანადო ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

2.ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) განახორციელოს ზედამხედველობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების უსაფრთხოებაზე და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქმიანობის განმახორციელებელსა და პროექტის ხელმძღვანელს; ბ) უზრუნველყოს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმის შემუშავება და მისი შესრულების მექანიზმების შექმნა.

3.ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის უფლებამოსილებები განისაზღვრება საწარმოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს საქმიანობის განმახორციელებელი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 22 მარ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
164515171085111256552416
მნიშვნელობით ახლოსცოცხალი გენმოდიფიცირებ…სურსათად/ცხოველის საკვ…ადამიანის სისხლისა და …ადამიანის ქსოვილებისა …საქართველოს შრომის კოდ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა