ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

მუხლი 24. პასუხისმგებელი პირი (პირები)

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ქსოვილის ბანკს ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი (პირები). პასუხისმგებელი პირი (პირები) ვალდებულია (ვალდებული არიან): ა) უზრუნველყოს (უზრუნველყონ), რომ ქსოვილების მოპოვება/ამოღება, ტესტირება, დამუშავება, შენახვა და განაწილება განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად; ბ) კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს (მიაწოდონ) ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სათანადო ინფორმაცია; გ) დანერგოს (დანერგონ) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს შესაბამის მომსახურებაზე, ხარისხსა და უსაფრთხოებაზე; დ) კომპეტენტურ უწყებას წარუდგინოს (წარუდგინონ) წლიური ანგარიში; ე) უზრუნველყოს (უზრუნველყონ) ქსოვილის ბანკისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

2.ქსოვილის ბანკი ვალდებულია კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს ინფორმაცია პასუხისმგებელი პირის (პირების) ვინაობის შესახებ, ხოლო მისი (მათი) ცვლილების (მათ შორის, დროებითი ცვლილების) შემთხვევაში მას დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი პირის (პირების) შესახებ მონაცემები და მისი (მათი) პასუხისმგებელ პირად  (პირებად) დანიშვნის თარიღი.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის (პირების) მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება ქსოვილის  ბანკის სალიცენზიო პირობებითა და ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107¹5517¹6012152423562333362924
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის სისხლისა და …სურსათის/ცხოველის საკვ…პერსონალურ მონაცემთა დ…კომერციული ბანკების სა…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა