ბირთვული მასალის მფლობელი ვალდებულია: ა) აღწეროს თავის საქმიანობაში გამოყენებული ბირთვული მასალის ფიზიკური და ქიმიური თვისებები; ბ) აღრიცხოს ბირთვული მასალა, აწარმოოს ფიზიკური ინვენტარიზაცია და წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს ანგარიშები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) მარეგულირებელ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია ბირთვული მასალით საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ორგანიზაციის საპროექტო დიზაინისა და სხვა მოსალოდნელი ცვლილების ჩათვლით; დ) უზრუნველყოს ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვა და უსაფრთხოების ზომების მიღება დადგენილი წესით; ე) დაუყოვნებლივ აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს ბირთვული მასალის დაკარგვის ან აღმოჩენის შესახებ. თავი X. რადიოაქტიური ნარჩენები
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
მუხლი 56. ბირთვული მასალის მფლობელის ვალდებულებები ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების სფეროში
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

