Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებმუხლი 5

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

მუხლი 5. შრომის ანაზღაურების განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:პოლიტიკის შემუშავებაინდივიდუალური დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2344¹566¹7

1.საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით.

1¹.სტაჟიორს სტაჟირების გავლის პერიოდში მიეცემა შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით.

2.საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

3.თანამდებობრივი სარგოს დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ახორციელებს კოეფიციენტის შერჩევას საჯარო დაწესებულებაში არსებული კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილის მიხედვით.

4.საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4¹.სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

5.ამ კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სახელფასო დანამატის გაცემის საფუძველი და ოდენობა.

6.ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატი გაიცემა მოხელის კლასის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

6¹.ამ კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური რანგის დანამატის ოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

7.ამ კანონით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ოდენობა. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2298 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით. 1 1 . სტაჟიორს სტაჟირების გავლის პერიოდში მიეცემა შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით. 2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 3. თანამდებობრივი სარგოს დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ახორციელებს კოეფიციენტის შერჩევას საჯარო დაწესებულებაში არსებული კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილის მიხედვით. 4. საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4 1 . სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 5. ამ კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,  რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სახელფასო დანამატის გაცემის საფუძველი და ოდენობა. 6. ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატი გაიცემა მოხელის კლასის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 6 1 . ამ კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური რანგის დანამატის ოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. ამ კანონით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,  რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ოდენობა. საქართველოს 2022 წლის 14  დეკემბრის კანონი №2298 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 ნოე. 2023
  2. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელფასო დავების მოგვარება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შრომის შინაგანაწესის შემუშავება (მუხლი 13)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №46

  • 2 ცვლილება · ბოლო 15 ნოე. 2023
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 4შრომის ანაზღაურების ზოგადი წესი
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 17შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ფულადი ჯილდო

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 57მოხელის შრომის ანაზღაურება
  • 79საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება
  • 6საჯარო მოსამსახურეებსა და სტაჟიორებზე ამ კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მოქმედების ფარგლები

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 7 (დანართი 1)შრომის ანაზღაურება

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 24საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹³მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 59

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 41შრომის ანაზღაურების ფორმა, ოდენობა და გაცემის დრო

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 63მოსამსახურის შრომის ანაზღაურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹³5941577967 (და…421763245
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…ადმინისტრაციული ხელშეკ…საჯარო დაწესებულებაში …საქართველოს 2026 წლის …დანაშაულის პრევენციის,…ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026