ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 22. ნაგავსაყრელის მოწყობასთან, ოპერირებასთან, დახურვასთან და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება: ა) ნაგავსაყრელის მოწყობისადმი ტექნიკური და სხვა სახის მოთხოვნები; ბ) ნაგავსაყრელის ოპერირებისადმი ტექნიკური და სხვა სახის მოთხოვნები, მათ შორის, სხვადასხვა კატეგორიის ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმების გამოყენებასთან და მონიტორინგთან დაკავშირებული მოთხოვნები; გ) ნაგავსაყრელის დახურვისა და შემდგომი მოვლისადმი ტექნიკური და სხვა სახის მოთხოვნები; დ) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების პრევენციისათვის ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და განსახორციელებელი ღონისძიებები.

2.დაუშვებელია ნაგავსაყრელზე ისეთი ნარჩენების მიღება, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება: ა) ნაგავსაყრელის მოწყობისადმი ტექნიკური და სხვა სახის მოთხოვნები; ბ) ნაგავსაყრელის ოპერირებისადმი ტექნიკური და სხვა სახის მოთხოვნები, მათ შორის, სხვადასხვა კატეგორიის ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმების გამოყენებასთან და მონიტორინგთან დაკავშირებული მოთხოვნები; გ) ნაგავსაყრელის დახურვისა და შემდგომი მოვლისადმი ტექნიკური და სხვა სახის მოთხოვნები; დ) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების პრევენციისათვის ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და განსახორციელებელი ღონისძიებები. 2. დაუშვებელია ნაგავსაყრელზე ისეთი ნარჩენების მიღება, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 იან. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45342149232040 (დ…1 (და…5 (და…5 (და…14 (დ…7 (და…23 (დ…22
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…გარემოს დაცვის შესახებმუნიციპალური ნარჩენები…ნარჩენების შეგროვების,…წიაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა