Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანარჩენების მართვის კოდექსიმუხლი 49

ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 49. ამ კოდექსის საფუძველზე მისაღები და გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹345678910

1.საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს: ა) „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად; ბ) „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; გ) „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

2.საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს: ა) „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად; ბ) „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილებ ა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად; გ) „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად.

2¹.2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს საქმიანობები, რომლებზედაც 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.

3.საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად.

4.2018 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

5.2016 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს ერთი ან რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის პროექტი/პროექტები, რომლითაც/რომლებითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის და მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

6.ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ აქტს იღებს საქართველოს მთავრობა.

7.2017 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი ცხოველური ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

8.2015 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

9.2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ბრძანებით განსაზღვროს იმ საქმიანობების ნუსხა, რომელთა შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება და რომლებზედაც ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.

10.სამინისტრომ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს „ტექნიკური რეგლამენტის − „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, ამ კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2198 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3065 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5302 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს: ა) „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად; ბ) „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; გ) „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. 2. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს: ა) „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად; ბ) „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილებ ა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად; გ) „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად. 2 1 . 2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს საქმიანობები, რომლებზედაც 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები. 3. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად. 4. 2018 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. 5. 2016 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს ერთი ან რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის პროექტი/პროექტები, რომლითაც/რომლებითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის და მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. 6. ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ აქტს იღებს საქართველოს მთავრობა. 7. 2017 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი ცხოველური ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. 8. 2015 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. 9. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ბრძანებით განსაზღვროს იმ საქმიანობების ნუსხა, რომელთა შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება და რომლებზედაც ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები. 10. სამინისტრომ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს „ტექნიკური რეგლამენტის − „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, ამ კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5563  - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2198  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3065  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5302  – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 30 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 მაი. 2018 – 1 დეკ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 დეკ. 2024
  2. 4 დეკ. 2019
  3. 1 დეკ. 2019· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2016
  4. 11 ივლ. 2018
  5. 10 მაი. 2018
  6. 1 აპრ. 2017· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 48შემდეგი მუხლი 50

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №23

  • 6 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2024
  • 9 რედაქცია
  • 13 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 14მუხლი 15მუხლი 16მუხლი 18მუხლი 2მუხლი 20მუხლი 22მუხლი 26მუხლი 29მუხლი 6მუხლი 7მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 48ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები
  • 12ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა
  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 31ამ კანონის საფუძველზე გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 11მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 31 (დანართი 1)ნარჩენების მიღება
  • 1

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 2
  • 14 (დანართი 1)პასუხისმგებლობა

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 2

გარემოს დაცვის შესახებ

  • 58¹ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები და გამოსაცემი ნორმატიული აქტები

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 15კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1014151618220222629679483149
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026