Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანარჩენების მართვის კოდექსიმუხლი 23

ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 23. არსებული ნაგავსაყრელი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:ნარჩენების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის ამოქმედების დროს არსებული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა. ამ ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა.

2.თუ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნებართვა, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებიდან 18 თვის ვადაში შეუთანხმოს სამინისტროს ნაგავსაყრელის ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. აღნიშნულ პერიოდში ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს.

3.სამინისტრო განიხილავს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების გაგრძელებისათვის ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თუ არსებული ნაგავსაყრელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს შეიცავს და ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ ამ რისკის თავიდან აცილება შეუძლებელია, იგი დაიხურება ამ კოდექსის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 4 წლისა. იმავე ვადაში დაიხურება ის ნაგავსაყრელი, რომელზედაც არ იქნა წარდგენილი შესაბამისობაში მოყვანის გეგმა ოპერირების გაგრძელების მიზნით; ბ) თუ არსებული ნაგავსაყრელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს არ შეიცავს, მაგრამ მისი ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე დადგენილებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია, იგი ფუნქციონირებას განაგრძობს სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ასეთი ნაგავსაყრელი დაიხურება ამ მუხლით გათვალისწინებული დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 8 წლისა; გ) თუ შესაძლებელია არსებული ნაგავსაყრელის ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე დადგენილებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, მას შეიძლება მიეცეს საქმიანობის მოთხოვნილი ვადით გაგრძელების უფლება. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. თავი VII ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3393 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კოდექსის ამოქმედების დროს არსებული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა. ამ ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. 2. თუ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნებართვა, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებიდან 18 თვის ვადაში შეუთანხმოს სამინისტროს ნაგავსაყრელის ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. აღნიშნულ პერიოდში ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს. 3. სამინისტრო განიხილავს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების გაგრძელებისათვის ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თუ არსებული ნაგავსაყრელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს შეიცავს და ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ ამ რისკის თავიდან აცილება შეუძლებელია, იგი დაიხურება ამ კოდექსის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 4 წლისა. იმავე ვადაში დაიხურება ის ნაგავსაყრელი, რომელზედაც არ იქნა წარდგენილი შესაბამისობაში მოყვანის გეგმა ოპერირების გაგრძელების მიზნით; ბ) თუ არსებული ნაგავსაყრელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს არ შეიცავს, მაგრამ მისი ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე დადგენილებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია, იგი ფუნქციონირებას განაგრძობს სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ასეთი ნაგავსაყრელი დაიხურება ამ მუხლით გათვალისწინებული დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 8 წლისა; გ) თუ შესაძლებელია არსებული ნაგავსაყრელის ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე დადგენილებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, მას შეიძლება მიეცეს საქმიანობის მოთხოვნილი ვადით გაგრძელების უფლება. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5563  - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის  1  ივნისის  კანონი №898  - ვებგვერდი, 21.06.2017წ. თავი VII ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3393 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 დეკ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 21 ივნ. 2017
  2. 1 აპრ. 2017· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარჩენების განთავსების ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №23

  • 2 ცვლილება · ბოლო 21 ივნ. 2017
  • 10 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 48გარემოსდაცვითი შეფ… 48

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 22ნაგავსაყრელის მოწყობასთან, ოპერირებასთან, დახურვასთან და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 41არსებული ნაგავსაყრელის ოპერირების ვადის ან/და პირობების დარღვევა ან მისი დახურვის მოთხოვნების დარღვევა
  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1
  • 40 (დანართი 1)ნაგავსაყრელის დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა
  • 34 (დანართი 1)ნარჩენების მიღების პროცედურა

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 47მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და პასუხისმგებლობა მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 22საქმიანობის შეწყვეტა
  • 24ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების მონიტორინგი
  • 4ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის პრინციპები

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 2 (დანართი 1)მოქმედების სფერო
  • 14 (დანართი 1)პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
48224125140 (დ…34 (დ…2 (და…14 (დ…48472224423
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…გარემოსდაცვითი შეფასებ…ნაგავსაყრელის მოწყობის…სამრეწველო ემისიების შ…ნარჩენების შეგროვების,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026