Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 40 (დანართი 1)

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 40 (დანართი 1). ნაგავსაყრელის დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ნაგავსაყრელის დახურვის ან მისი ნაწილის დახურვის პროცედურა ხორციელდება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) ნაგავსაყრელი ამ მისი ნაწილი მიაღწევს ნაგავსაყრელის პროექტით განსაზღვრულ იმ საპროექტო ნიშნულებსა და ზღვრებს, რომლებიც მითითებულია გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში; ბ) სააგენტო გამოიტანს დადებით გადაწყვეტილებას ნაგავსაყრელის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ, ნაგავსაყრელის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე; გ) სააგენტო მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნაგავსაყრელის ან მისი ცალკეული ნაწილების დახურვასთან დაკავშირებით.

2.ნაგავსაყრელის დახურვა უნდა მოხდეს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში მითითებული დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის გეგმის შესაბამისად.

3.ნაგავსაყრელი ან მისი ნაწილი დახურულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადგილზე შემოწმებისა და ნაგავსაყრელის დახურვის გეგმის შესრულების შეფასების საფუძველზე სააგენტო წერილობით აცნობებს ნაგავსაყრელის ოპერატორს დახურვის დადასტურების შესახებ.

4.ნაგავსაყრელის ან მისი ნაწილის დახურვა არ ათავისუფლებს ნაგავსაყრელის ოპერატორს ნარჩენების მართვის კოდექსით, ამ ტექნიკური რეგლამენტითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით დაკისრებული ვალდებულებებისგან.

5.ნაგავსაყრელის დახურვის გეგმა უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დახურვის შემდგომ მოვლის ღონისძიებებთან დაკავშირებით: ა) იმ აშენებული მუდმივი ობიექტების დემონტაჟისა და გატანის პროცესის აღწერას, რომლებიც არ არის დაკავშირებული გარემოს დაცვასა და ტერიტორიის სამომავლო ფუნქციონირებასთან, ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის ეტაპზე; ბ) ნაგავსაყრელის ზედაპირის შემჭიდროების პროცესის აღწერას, ნაგავსაყრელის დამტკიცებული პროექტისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ მოთხოვნებთან ერთად, რომლებიც ეხება ზედაპირული საიზოლაციო სისტემისა და ნაგავსაყრელის დახურვისთვის საჭირო სხვა ელემენტების მონტაჟს.

6.ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ ნაგავსაყრელის ოპერატორმა უნდა განახორციელოს ნაგავსაყრელის ტერიტორიის შემდგომი მოვლის ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს, სულ მცირე, ყველა სახის აუცილებელი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ღობისა და ჭიშკრების, შენარჩუნებას, გამონაჟონისა და აირების მართვის სისტემების შენარჩუნებასა და მუშაობას, ასევე ტერიტორიის ახლოს მდებარე ზედაპირული წყლების რეჟიმისა და ყველა იმ გარემოსდაცვითი პარამეტრების მონიტორინგსა და კონტროლს, რომლებიც განსაზღვრულია დახურვის დამტკიცებულ გეგმასა და ამ ტექნიკურ რეგლამენტში. აღნიშნული ღონისძიებები ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი ვადით, რაც განისაზღვრება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოსთვის ნაგავსაყრელით გამოწვეული შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით.

7.ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის პერიოდში კონტროლისა და მონიტორინგის გეგმის შესრულების შედეგად გამოვლენილი გარემოზე მნიშვნელოვანი  უარყოფითი ზემოქმედების შემთხვევაში, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს და საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს სააგენტოს მითითებების შესრულება უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ. თავი VI შესაბამისობაში მოყვანის გეგმა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 39 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 41 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარჩენების განთავსების ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 აგვ. 2025 · №4

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 5 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერატორის ზოგადი ვალდებულებები
  • 1 (დანართი 1)ტექნიკური რეგლამენტის მიზანი
  • 28 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერირებისათვის საჭირო დამხმარე/საწარმოო ნაგებობები და სისტემები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 22ნაგავსაყრელის მოწყობასთან, ოპერირებასთან, დახურვასთან და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 23არსებული ნაგავსაყრელი
  • 21ნაგავსაყრელის კატეგორიები

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 20 (დანართი 1)დანაგვიანების პრევენცია
  • 7 (დანართი 1)შეგროვებისა და დამუშავების მომსახურების მომწოდებელი
  • 19 (დანართი 1)ტრანსპორტირება და გადამტვირ თავ ი სადგურები

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 14 (დანართი 1)პასუხისმგებლობა
  • 8 (დანართი 1)ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეგისტრაცია

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 22საქმიანობის შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2223215 (და…1 (და…28 (დ…14 (დ…8 (და…20 (დ…7 (და…19 (დ…2240 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…მუნიციპალური ნარჩენები…ნარჩენების შეგროვების,…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026