1.2010 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის და თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიებზე.
2.2008 წლის 1 დეკემბრამდე გარე რეკლამის განთავსებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია გაგრძელდეს ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით განსაზღვრული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონის 26 1 მუხლის შესაბამისად ჩატარებული პირველი აუქციონის შედეგად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადით. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236 საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1177 - სსმ I, №12, 29.06.2009 წ., მუხ.51

