Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეკლამის შესახებმუხლი 6

რეკლამის შესახებ

მუხლი 6. გარე რეკლამა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ტელეკომუნიკაციებიბირჟის Go-to-Market სტრატეგია საქართველოშირეკლამასარეკლამო სამართალისავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაკინო და მედია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.რეკლამის გავრცელება საქართველოს ქალაქებში, სოფლებში და სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე შეიძლება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების (გარე რეკლამა) გამოყენების იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-2–8 პუნქტებით.

2.გარე რეკლამა არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს; მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. შენობა-ნაგებობებზე გავრცელებული რეკლამა არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და კონსტრუქციულად მდგრადი უნდა იყოს. ნებისმიერი სახით გავრცელებული გარე რეკლამა არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.

3.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თვითმმართველ ქალაქში − მისი აღმასრულებელი ორგანო ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4.მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით), რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს: ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან; გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას; დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში.

5.(ამოღებულია).

6.ამ კანონით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.

8.ეკონომიკური აგენტის (მეწარმე სუბიექტის) ოფისზე ნებისმიერი ფორმით (აბრა, სტენდი და ა.შ.) განთავსებული ნებისმიერი ზომის წარწერა, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ოფისში არის განთავსებული ესა თუ ის ობიექტი, სავაჭრო ფირმა, რესტორანი და ა.შ. არ შეიძლება ჩაითვალოს რეკლამად, თუ ის არ არის დაშორებული ამ კონკრეტული ობიექტიდან 1,5 მეტრით მაინც. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1551 - სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.189 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №629 - სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.237 საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1969 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6873-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1587 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 29 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2023
  2. 29 მაი. 2026

    მე-3 პუნქტში თვითმმართველი ქალაქის შემთხვევაში ნებართვის გამცემად დაემატა ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი და „განსაზღვრული“ შეიცვალა „დადგენილი“-თ. მე-7 პუნქტში გარე რეკლამაზე მისათითებელი ნებართვის ნომერი ახლა შეიძლება გაცემული იყოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ან ამ იურიდიული პირის მიერ.

  3. 1 ივნ. 2022· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2022
  4. 28 ივლ. 2020

    მე-6 მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ტერმინები შეიცვალა „მუნიციპალიტეტით“, მე-3 პუნქტიდან ამოღებულია თბილისის მერიის მითითება, ხოლო მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გეგმის შეთანხმების ორგანოდ დასახელებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

  5. 19 თებ. 2014

    მე-6 მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტებში „თვითმმართველობისა და მმართველობის“ ორგანოები შეიცვალა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოებით; მე-4 პუნქტში გეგმა ახლა „შეთანხმებული უნდა იყოს“ (სიტყვა „წინასწარ“ ამოვიდა), „ა“ ქვეპუნქტის ფორმულირებაც შეიცვალა.

  6. 26 დეკ. 2008· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008

    მე-3 პუნქტში ნებართვის შემოღებაზე გადაწყვეტილება წარმომადგენლობით ორგანოს გადაეცა, გაცემა კი აღმასრულებელ ორგანოს (თბილისში – მერიას), მე-5 პუნქტი (მოსაკრებელი) ამოღებულია, ხოლო მე-6 პუნქტით ნებართვა მხოლოდ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას ეხება.

  7. 11 ივლ. 2005· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2005

    მე-3 პუნქტში ნებართვის გამცემია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები და ამოღებულია შინაარსში ჩაურევლობის მითითება; მე-8 პუნქტი ახლა ოფისის წარწერებს ეხება და არა ნებართვის ასლის გადაცემას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლოკალური პარტნიორობების დამყარება (ბანკები, მედია, ინფლუენსერები)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგიონული სავაჭრო ნიშნების სტრატეგია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეკლამის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აბრის განთავსების ნებართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №36

  • 7 ცვლილება · ბოლო 29 მაი. 2026
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21მუხლი 4მუხლი 9¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეკლამის შესახებ

  • 7რეკლამა სატრანსპორტო საშუალებებზე
  • 4ზოგადი მოთხოვნები რეკლამისადმი
  • 21პასუხისმგებლობა რეკლამის შესახებ საქართველოს  კანონმდებლობის დარღვევისათვის

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 26¹გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
  • 42¹გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებული ურთიერთობების დროებითი სამართლებრივი რეგულირება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 153⁹ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე
  • 153⁴გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე
  • 158⁴ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)

მაუწყებლობის შესახებ

  • 63ზოგადი დებულებანი

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 7რეკლამის აკრძალვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 58სააგიტაციო

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 51სააგიტაციო მასალა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹42¹153⁹153⁴158⁴2149¹763751586
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეკლამის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…მაუწყებლობის შესახებადამიანის ორგანოთა გად…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026