კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 14⁶. ზედამხედველი მოსამართლის მიერ კონტროლის განხორციელება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს: ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებით; ბ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით, ინიციირებულ/განხორციელებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების სამართლებრივ საფუძვლებთან შედარებით.

2.ამ კანონის 14 7 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით, ამ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელებისას ზედამხედველი მოსამართლე აგრეთვე უფლებამოსილია გაეცნოს კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით მიწოდებულ იმ აქტივობებს, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და ლოგირების მონაცემებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 3 მუხლის საფუძველზე ხორციელდება.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელებისას ზედამხედველი მოსამართლე უფლებამოსილია გაეცნოს მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით მიწოდებულ იმ აქტივობებს, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და ლოგირების მონაცემებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლისა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხორციელდება.

5.ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს მოსთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტებები კონტროლის პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ინიციირების შესახებ.

6.ზედამხედველი მოსამართლე გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარულ ტექნიკურ შესაძლებლობას აკონტროლებს კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით. აღნიშნული კონტროლის განხორციელებისას ზედამხედველი მოსამართლე აგრეთვე უფლებამოსილია გაეცნოს კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით მიწოდებულ იმ აქტივობებს, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და ლოგირების მონაცემებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 3 მუხლის საფუძველზე ხორციელდება.

7.თუ ზედამხედველი მოსამართლე ვერ ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ზედამხედველი მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლე. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 დეკ. 2018 – 30 მარ. 2020 ტექსტი უცნობია

  2. 7 ნოე. 2008 – 14 დეკ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

  3. … – 7 ნოე. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 მარ. 2017

    ახალი 14⁶ მუხლი აწესრიგებს ზედამხედველი მოსამართლის ელექტრონულ კონტროლს და მისი ჩანაცვლების წესს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2110¹14⁵14¹1323552⁶422625541114⁶
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…კონტრდაზვერვითი საქმია…პერსონალურ მონაცემთა დ…ოპერატიულ-სამძებრო საქ…პროკურატურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა