Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებმუხლი 10¹

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

მუხლი 10¹. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება და განხორციელება

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2025
თემები:ოჯახში ძალადობაწინასწარი სარჩელის უზრუნველყოფაწინასასამართლო და პროცედურული დაცვასაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგისაავტორო უფლებების დაცვაკიბერდანაშაული და ციფრული ექსპერტიზა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718192021222324252627282930

1.ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლია ამ კანონის მე-10 მუხლის 3 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა.

2.მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება დასაშვებია ამ კანონის მე-10 მუხლის 3 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. აღნიშნული საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსულში მოძალადის მიერ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მხრიდან მუქარა ან/და მის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები.

3.მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, აგრეთვე შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს.

4.მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ მითითება შემაკავებელ ორდერში კეთდება იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ზედამხედველობა შემაკავებელი ორდერის გამოცემისას წესდება. ამასთანავე, გამოიცემა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი და იგი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დასამტკიცებლად მისი სასამართლოსთვის 24 საათის ვადაში წარუდგენლობის ან სასამართლოს მიერ ამ ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწყებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

5.მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების მოთხოვნის უფლება აქვთ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პირებს.

6.ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე არასრულწლოვანი მსხვერპლი თანხმობას აცხადებს, ხოლო მისი კანონიერი წარმომადგენელი/საპროცესო წარმომადგენელი − უარს, გადაწყვეტილება მიიღება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

7.ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით.

8.ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მიეთითება: ა) ამ ოქმის გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ ოქმის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილი; დ) ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის შესახებ; ე) მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი; ვ) მსხვერპლის თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე; ზ) იმ შემაკავებელი ორდერის რეკვიზიტები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება; თ) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების აკრძალვის შესახებ; ი) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევის ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობის ანდა ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, აგრეთვე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით გადაცემული ელექტრონული საშუალების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მოძალადის გაფრთხილების თაობაზე; კ) სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად.

9.ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მიეთითება ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის ინსტრუქცია, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა.

10.ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე, რომლის მიმართაც გამოიცა ეს ოქმი.

11.თუ მსხვერპლი ან/და მოძალადე რაიმე მიზეზის გამო ხელს არ/ვერ აწერს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმს, მას ხელს აწერს მხოლოდ ამ ოქმის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში სათანადო ჩანაწერი კეთდება და მიეთითება მსხვერპლის ან/და მოძალადის მიერ მის ხელმოწერაზე უარის თქმის/მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი.

12.ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი ამოქმედდება გამოცემისთანავე. ეს ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის 1 ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო 1 ეგზემპლარი ამ ოქმის გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

13.ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაზე რეაგირების მიზნით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანის, დარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის მიზნით; გ) სსიპ − „112“-ს, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.

14.ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მოძალადისთვის გადაცემული ელექტრონული საშუალება შედგება ელექტრონული სამაჯურისა და მიმღები აპარატისგან. ამ ელექტრონული საშუალების  დაზიანება ან განადგურება იწვევს მოძალადისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

15.მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების  წესებს, მათ შორის, იმ გეოგრაფიული ზონების (ბუფერული ზონისა და საგანგაშო ზონის) პარამეტრებს, სადაც აკრძალულია მსხვერპლთან მიახლოება, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის წესს და სხვა საკითხებს.

16.თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მოძალადისთვის ელექტრონული საშუალების სხეულზე დამაგრება ადგილზე შეუძლებელია, პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მოძალადე გადაიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში. პოლიციაში იძულებით მიყვანისას მოძალადეს განემარტება: ა) პოლიციაში მიყვანის საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მოძალადის სურვილის შემთხვევაში, მისი პოლიციაში მიყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.

17.მოძალადის პოლიციაში მიყვანისას დგება პირის მიყვანის შესახებ ოქმი. ამ ოქმში აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ცნობები მოძალადის შესახებ; მოძალადის პოლიციაში მიყვანის დრო და საფუძველი. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი თანამდებობის პირი და მოძალადე. თუ მოძალადე ოქმის ხელმოწერაზე უარს აცხადებს, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.

18.მოძალადე პოლიციაში უნდა დაყოვნდეს ელექტრონული საშუალების სხეულზე დამაგრებისთვის საჭირო, გონივრული ვადით. მისი პოლიციაში მიყვანის საერთო ვადა 6 საათს არ უნდა აღემატებოდეს. მოძალადის მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19.პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოძალადის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოცემისას პოლიცია უფლებამოსილია ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად მოძალადე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში დაიბაროს. მოძალადის ამ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია განახორციელოს მისი ძებნა ქვეყნის მასშტაბით.

20.პოლიცია უფლებამოსილია მოძალადისთვის ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიებები.

21.ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. მოძალადეს/მსხვერპლს ეკრძალება ელექტრონული საშუალებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. მოძალადე/მსხვერპლი ვალდებულია მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ წინასწარ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმით განსაზღვრულ პერიოდში დაამუშაოს მოძალადის/მსხვერპლის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება ჩერდება მოძალადის/მსხვერპლის საქართველოში დაბრუნებამდე.

22.მოძალადის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას. აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდება, დაკავება ან ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შეჩერების საფუძველია.

23.მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევით მიახლოებისას სსიპ − „112“-ის მოსამსახურე ვალდებულია მოძალადეს დაუკავშირდეს და მსხვერპლთან შემთხვევით შეხვედრის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვოს. მოძალადე ვალდებულია შეასრულოს სსიპ − „112“-ის მოსამსახურის მოთხოვნა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს მოძალადისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

24.ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევა ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა ანდა ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება  იწვევს მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

25.გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება სასამართლოსთვის მიმართვის გზით ვადამდე შეიძლება გაუქმდეს: ა) ვითარების შეცვლის გამო, მათ შორის, მოძალადის მძიმე ავადმყოფობის გამო, თუ შეცვლილი ვითარება გამორიცხავს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკს; ბ) თუ მსხვერპლი პოლიციას მიმართავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით.

26.ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომიდან 24 საათის განმავლობაში პოლიცია სასამართლოს მიმართავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით. სასამართლო ამ მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს აღნიშნულ საკითხს.

27.უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემაკავებელი ორდერის გაუქმება, მოძალადის ან მსხვერპლის გარდაცვალება იწვევს გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიების ავტომატურ გაუქმებას.

28.პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მოძალადისთვის ელექტრონული საშუალების მოხსნის მიზნით იგი დაიბაროს ან ამ მუხლის მე-16−მე-18 პუნქტების შესაბამისად გადაიყვანოს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში.

29.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების მიზნით დაამუშაოს მოძალადის/მსხვერპლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობის შედეგად მოპოვებული მონაცემი, მოძალადესთან/მსხვერპლთან კომუნიკაციის ამსახველი მონაცემი.

30.ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2020
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცვის ორდერები10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ადევნება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (მუხლი 151-1)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კიბერგამოძალვა / Ransomware (მუხლი 181/284)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შემაკავებელი ორდერის დარღვევა (მუხლი 11¹ / 381¹)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-04-02 · №25

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2020-07-20
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 11

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 21⁶⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 17მსხვერპლის უფლებები და მისი დაცვის გარანტიები, მხარდაჭერის მომსახურებების ხელმისაწვდომობა
  • 10დამცავი და შემაკავებელი ორდერები
  • 16პოლიციის მოვალეობანი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶⁶ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი
  • 21⁶⁷მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
  • 21¹⁵დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები

პენიტენციური კოდექსი

  • 58ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 381¹შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14⁵ზედამხედველი მოსამართლის მიერ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების კონტროლი
  • 12ელექტრონული თვალთვალი
  • 14⁸კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 75არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381¹21⁶⁶21⁶⁷21¹⁵1011171614⁵1214⁸755810¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…კონტრდაზვერვითი საქმია…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 2 აპრ. 2025