1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაიცვას:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოების თანამდებობის პირები;
გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები და მათი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად;
დ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი პირები;
ე
)
წესრიგი
საქართველოს
სახელმწიფო
ხელისუფლების
უმაღლეს
ორგანო
თა
და
თანამდებობის
პირთა
სამუშაო
,
მუდმივ
და
დროებით
ადგილსამყოფელ
ტერიტორიაზე
თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2.საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ, სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებებს.
3.საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები) თავიანთ მფლობელობაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.
4.აკრძალულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და მისი თანამშრომლებისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1237 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაიცვას:ა) საქართველოს პრეზიდენტი;ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოების თანამდებობის პირები;გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები და მათი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად;დ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი პირები;ე)წესრიგისაქართველოსსახელმწიფოხელისუფლებისუმაღლესორგანოთადათანამდებობისპირთასამუშაო,მუდმივდადროებითადგილსამყოფელტერიტორიაზეთავისი კომპეტენციის ფარგლებში.2. საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ, სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებებს.3. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები) თავიანთ მფლობელობაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.4. აკრძალულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და მისი თანამშრომლებისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1237 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №21 · ძალაშია 10 მაი. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში დაცვის ამოცანა ეხება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს; ოჯახის წევრებისა და სიცოცხლის ბოლომდე დაცვის ფორმულირება ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 28 იან. 2013
მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დაცვა ვრცელდება პრეზიდენტის ოჯახის წევრებზეც უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე; „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტების ნორმებში პრეზიდენტი ჩანაცვლდა მთავრობით.
1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებით განისაზღვრა, ხოლო მე-4 პუნქტის აკრძალვას დაემატა გამონაკლისი საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისთვის.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო დაცვის სპეც…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სახელმწიფო…კონტრდაზვერვითი საქმია…საქართველოს სახელმწიფო…ტერორიზმთან ბრძოლის შე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა