ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

მუხლი 44. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების გასაჩივრება, შეჩერება, ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების გასაჩივრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეიძლება: ა) საკრებულოს დადგენილებისა – სასამართლოში; ბ) საკრებულოს განკარგულებისა – სასამართლოში, აგრეთვე თუ განკარგულება მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში; გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა – სასამართლოში, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში; დ) გამგებლის (მერის) ბრძანებისა – სასამართლოში, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში.

2.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შეჩერება ხდება საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით.

3.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეუძლიათ: ა) საკრებულოს დადგენილებისა – საკრებულოს და სასამართლოს; ბ) საკრებულოს განკარგულებისა – საკრებულოს, სასამართლოს, აგრეთვე თუ განკარგულება მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს; გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა – საკრებულოს თავმჯდომარეს, სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს; დ) გამგებლის ( მერის) ბრძანებისა – გამგებელს (მერს), სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს.

4.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეუძლიათ თავად აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) და სასამართლოს. საკრებულოს დადგენილება, რომელიც მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით, ძალადაკარგულად შეიძლება გამოაცხადოს საქართველოს მთავრობამ. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის ორგანული კანონი №5292 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. თავი VIII. თვითმმართველი ერთეულის საფინანსო-ეკონომიკური საფუძვლები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების გასაჩივრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეიძლება: ა) საკრებულოს დადგენილებისა – სასამართლოში; ბ) საკრებულოს განკარგულებისა – სასამართლოში, აგრეთვე თუ განკარგულება მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში; გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა – სასამართლოში, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში; დ) გამგებლის (მერის) ბრძანებისა – სასამართლოში, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შეჩერება ხდება საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეუძლიათ: ა) საკრებულოს დადგენილებისა – საკრებულოს და სასამართლოს; ბ) საკრებულოს განკარგულებისა – საკრებულოს, სასამართლოს, აგრეთვე თუ განკარგულება მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს; გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა – საკრებულოს თავმჯდომარეს, სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს; დ) გამგებლის ( მერის) ბრძანებისა – გამგებელს (მერს), სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეუძლიათ თავად აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) და სასამართლოს. საკრებულოს დადგენილება, რომელიც მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით, ძალადაკარგულად შეიძლება გამოაცხადოს საქართველოს მთავრობამ. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის  ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508 საქართველოს 2011 წლის  24 ნოემბრის ორგანული კანონი №5292 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. თავი VIII. თვითმმართველი ერთეულის საფინანსო-ეკონომიკური საფუძვლები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 იან. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 44-ე მუხლში თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის შეჩერებისა და გაუქმების გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტში ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მოადგილე, ხოლო თვითმმართველ ქალაქში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

  2. მე-4 პუნქტით შეჩერებისა და გაუქმების უფლება ვრცელდება საკრებულოს თავმჯდომარის აქტებზეც, ხოლო ასეთ გადაწყვეტილებებს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20317718822293227227174135626144
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს კონსტიტუცი…