1.თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ენიჭებათ 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:
ა) საქართველოს იმ ქალაქებს, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში;
ბ) საქართველოს რაიონებს;
გ) ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თემებს.
2.მუნიციპალიტეტის, რომელიც წარმოადგენს დასახლებათა ერთობლიობას, ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრება 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრად – 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი თემების ადმინისტრაციული ცენტრები.
3.საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი და უფლებამოსილება, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ენიჭებათ 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:ა) საქართველოს იმ ქალაქებს, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში;ბ) საქართველოს რაიონებს;გ) ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თემებს.2. მუნიციპალიტეტის, რომელიც წარმოადგენს დასახლებათა ერთობლიობას, ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრება 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრად – 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი თემების ადმინისტრაციული ცენტრები.3. საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი და უფლებამოსილება, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.