Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 164

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 164. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹678910

1.ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგად შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის, გამგეობები და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოები, უფლებამოსილებას ახორციელებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებამდე.

2.თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, მათი ორგანოების სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებები ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს არ აქვთ უფლება, შექმნან თვითმმართველი ერთეულების ახალი ტერიტორიული ორგანოები, ხოლო გამგებლებს – უფლება, დანიშნონ თავიანთი წარმომადგენლები.

3.ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლება აქვთ, სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, სადაც განსახლებული არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე მათთვის დახმარების გაწევას და სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებებს.

4.ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობებზე არჩევის და თანამდებობებიდან გადაყენების დროს გამოიყენება ამ კანონის 33-ე და 34-ე მუხლებით დადგენილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან გადაყენების წესები, თუ ამ მუხლით განსხვავებული პროცედურები არ არის განსაზღვრული.

5.ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლის თანამდებობაზე არჩევის ან თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. გამგებლობის კანდიდატი შეიძლება იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირისა, ან საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და რომელიც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში და არის შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი.

5¹.ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.

6.მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც არჩეულ იქნა მუნიციპალიტეტის გამგებლად, უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. აღნიშნულ პირს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება აღუდგება გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან, რასაც მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს ცნობად და აფორმებს საოქმო ჩანაწერის სახით.

7.ამ მუხლის ამოქმედებიდან მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია აირჩიოს ახალი გამგებელი. სხვა შემთხვევაში მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირს უფლებამოსილება უგრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადით ან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევამდე.

8.ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების მიმართ არ გამოიყენება ამ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

9.ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოზე არ ვრცელდება ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.

10.ამ მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მათ ბიუჯეტებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2585 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის ორგანული კანონი №5142 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №100 - ვებგვერდი, 23.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2046 - ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის ორგანული კანონი №3624 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №4018 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის ორგანული კანონი №3541 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3821 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

წინა მუხლი 163⁵შემდეგი მუხლი 165

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-27 · №81

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
4
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 142მუხლი 34მუხლი 56

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საბიუჯ… 70საქართველოს საბიუჯ… 71

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 5ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და დათქმები
  • 150ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები და უფლებამოსილების ვადა
  • 6საქართველოს მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უფლება

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 64თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭების დროებითი წესი
  • 65²ადგილობრივი თვითმმართველობის დროებითი უფლებამოსილება
  • 65¹ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და თვითმმართველი ერთეულის ლიკვიდაცია

საქართველოს კონსტიტუცია

  • 74ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საზღვრები, სამართლებრივი საფუძვლები
  • 76ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები
  • 75თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები

განათლების შესახებ

  • 22ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილება განათლების სფეროში

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 38მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მონაწილეობა საკრებულოების არჩევნების მომზადებაში

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 5¹მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
386465²65¹7476227071142345651506164
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საბიუჯეტო …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს კონსტიტუცი…განათლების შესახებადგილობრივი წარმომადგე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026