საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 150. დაკავებისაგან განთავისუფლების საფუძველი და წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაკავებული უნდა განთავისუფლდეს, თუ: ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული; ბ) დაკავებულის დაპატიმრება არ არის აუცილებელი; გ) გავიდა დაკავების კანონით დადგენილი ვადა, ანდა არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა; დ) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.

2.დაკავებული თავისუფლდება იმ თანამდებობის პირის დადგენილებით, რომელმაც იგი დააკავა, აგრეთვე გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ანდა დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ დაკავების ვადა გავიდა.

3.დაკავებულს განთავისუფლებისას მიეცემა ცნობა, რომელშიც აღინიშნება, ვინ, სად, როდის, რის საფუძველზე დააკავა იგი და რის საფუძველზე და როდის იქნა განთავისუფლებული.

4.უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული.

5.პროკურორის დადგენილებით, შესაძლებელია დაკავებულის დროებითი გამოყვანა დაკავების ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩასატარებელია ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელში მონაწილეობაც მოითხოვს დაკავებულის თანხმობას. დაკავებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ დაკავების ადგილას. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 თავი XX აღკვეთის ღონისძიებანი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დაკავებული უნდა განთავისუფლდეს, თუ: ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული; ბ) დაკავებულის დაპატიმრება არ არის აუცილებელი; გ) გავიდა დაკავების კანონით დადგენილი ვადა, ანდა არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა; დ) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი. 2. დაკავებული თავისუფლდება იმ თანამდებობის პირის დადგენილებით, რომელმაც იგი დააკავა, აგრეთვე გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ანდა დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ დაკავების ვადა გავიდა. 3. დაკავებულს განთავისუფლებისას მიეცემა ცნობა, რომელშიც აღინიშნება, ვინ, სად, როდის, რის საფუძველზე დააკავა იგი და რის საფუძველზე და როდის იქნა განთავისუფლებული. 4. უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული. 5. პროკურორის დადგენილებით, შესაძლებელია დაკავებულის დროებითი გამოყვანა დაკავების ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩასატარებელია ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელში მონაწილეობაც მოითხოვს დაკავებულის თანხმობას. დაკავებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ დაკავების ადგილას. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 თავი XX აღკვეთის ღონისძიებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    150-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომელიც პროკურორის დადგენილებით აძლევს დაკავებულის საგამოძიებო მოქმედებისთვის დროებით გამოყვანის შესაძლებლობას და ადგენს მის დაუყოვნებლივ დაბრუნებას.

  2. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    150-ე მუხლის მე-2 პუნქტში დაკავებულის განთავისუფლების დადგენილების გამომტანთა წრეს გამომძიებელიც დაემატა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2214711²⁴24524713176174175398687150
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს კონსტიტუცი…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…