„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში
მუხლი 34^1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადები და საფასურის ოდენობები
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია საფასურის შემდეგი ოდენობები: ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის ან დოკუმენტების არარსებობის, სანოტარო მოქმედების შეუსრულებლობის თაობაზე ინფორმაციის/ცნობის გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ამასთანავე, თუ ინფორმაცია/ცნობა შეიცავს რამდენიმე ნოტარიუსის არქივში დაცული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას, საფასურის ოდენობა იზრდება შესაბამისი ჯერადობით; გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების დამზადება 4 სამუშაო დღის ვადაში – 0,5 ლარი თითოეული გვერდისათვის.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი ოდენობის საფასურით: ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი; ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი; გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების დამზადება განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 5 ლარს დამატებული 0.5 ლარი თითოეული გვერდისათვის.
3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის გაწეული მომსახურება, აგრეთვე ნოტარიუსის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია/ცნობა, დოკუმენტის ასლის დამოწმება. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2285 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.345
