1.პირი, რომლის თხოვნითაც სრულდება სანოტარო მოქმედება, ვალდებულია აანაზღაუროს სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის, ფაქსის, ტელეფაქსის, საფოსტო გზავნილების, სატრანსპორტო, სანოტარო მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვის, აგრეთვე სანოტარო მომსახურების შედეგად დამოწმებული დოკუმენტის ან/და უფლების რეგისტრაციის ხარჯები. ეს მომსახურება გაიწევა პირთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
2.თუ სანოტარო მოქმედება შესრულებულია სანოტარო ბიუროს გარეთ, საზღაურს ემატება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 ლარს.
3.თუ დამკვეთის მოთხოვნით გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურება ხდება დახარჯული დროის შესაბამისად, ნახევარ საათამდე დახარჯული დრო მრგვალდება ნახევარ საათად, ხოლო ნახევრიდან ერთ საათამდე დახარჯული დრო _ ერთ საათად.
4.ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენაზე.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2285 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.345
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3364 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.245
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4071 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.461
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირი, რომლის თხოვნითაც სრულდება სანოტარო მოქმედება, ვალდებულია აანაზღაუროს სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის, ფაქსის, ტელეფაქსის, საფოსტო გზავნილების, სატრანსპორტო, სანოტარო მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვის, აგრეთვე სანოტარო მომსახურების შედეგად დამოწმებული დოკუმენტის ან/და უფლების რეგისტრაციის ხარჯები. ეს მომსახურება გაიწევა პირთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.2. თუ სანოტარო მოქმედება შესრულებულია სანოტარო ბიუროს გარეთ, საზღაურს ემატება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 ლარს.3. თუ დამკვეთის მოთხოვნით გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურება ხდება დახარჯული დროის შესაბამისად, ნახევარ საათამდე დახარჯული დრო მრგვალდება ნახევარ საათად, ხოლო ნახევრიდან ერთ საათამდე დახარჯული დრო _ ერთ საათად.4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენაზე.საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2285 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.345საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3364 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.245საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4071 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.461
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №6 · ძალაშია 24 დეკ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 3 მაი. 2005ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…საკონსულო საქმიანობის …საჯარო სამართლის იურიდ…ინტეგრალური მიკროსქემი…