Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 17

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 17. სანოტარო მოქმედების შესრულების ფორმალური საფუძვლები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:სანოტარო აქტების აღსრულებაქონების შეფასება და სააუქციონო მომზადება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სანოტარო მოქმედება სრულდება შესაბამისი მოქმედების შესრულებისათვის სავალდებულო ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ.

2.თუ სანოტარო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტის საფუძველზე, ეს დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ ნორმებს.

3.თუ კანონმდებლობით სხვა რამ არის გათვალისწინებული, სანოტარო მოქმედების შესრულების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს, ნოტარიუსის ან საჯარო უფლებამოსი-ლებით აღჭურვილი სხვა პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული (შესრულებული, დამოწმებული) დოკუმენტი (მათ შორის, მართვის ავტომატური საშუალებებით გამოცემული დოკუმენტი) ან ნოტარიუსის მიერ ფაქტების და მოვლენების უშუალოდ აღქმა.

4.ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს დედანი ან დამოწმებული ასლი, ან მართვის ავტომატური საშუალებებით მიღებული დოკუმენტის ელექტრონული ასლი, რომლის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია ნოტარიუსის მიერ საჯარო მონაცემთა ბაზასთან უშუალო კავშირით. ნოტარიუსისათვის წარდგენილი დოკუმენტის დედანი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო ფორმას. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტისათვის კანონმდებლობით არ არის დადგენილი სავალდებულო სანოტარო ფორმა, დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების წესის დაცვა არ არის აუცილებელი, თუ დოკუმენტი შედგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, გარდა რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისა.

5.სანოტარო მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი და/ან გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება, აგრეთვე, ფანქრით შედგენილი დოკუმენტები. ამასთან, ეს აკრძალვა არ გამორიცხავს ამგვარი დოკუმენტების ფოტოასლების დედანთან შესაბამისობის დამოწმებას ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

6.სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს ნოტარიუსი საქმისწარმოებაში მიიღებს, თუ ისინი ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება.

7.თუ ამ ინსტრუქციით ან სხვა ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჯარო აქტის დამოწმებისას ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოგზავნილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია გამომგზავნის (წყაროს) უტყუარი იდენტიფიკაცია და დოკუმენტი მიღებულია ისეთი არხებით ან საშუალებებით, რაც გამორიცხავს მის შინაარსში მესამე პირთა არაავტორიზებულ ჩარევას.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2011

    The amendment references 'On Notariat' law regarding suspension of practice rights for notarial substitutes, clarifying decision-making authority lies with the appointing notary.

წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააუქციონო დოკუმენტაციის მომზადება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სანოტარო წესით შედგენილი სესხის ხელშეკრულების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-20 · №23

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2011-03-01
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 28სანოტარო მოქმედების შესრულება მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე
  • 11სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი
  • 9უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე

ნოტარიატის შესახებ

  • 5სანოტარო მოქმედება
  • 45სანოტარო მოქმედების შესრულების ვადა
  • 38სანოტარო მოქმედება

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 23სანოტარო მოქმედებების შესრულება

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 31სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება
  • 3სანოტარო მოქმედებათა ანაზღაურების წესი
  • 2საზღაურის ოდენობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1357სანოტარო ფორმა

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 20სანოტარო მედიაციის პროცესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
313213575453828119232017
მნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…საკონსულო საქმიანობის …სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სამოქალაქო…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო