ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 33⁶. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 თებ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილისალომე ოსეფაშვილი

1.საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა) ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ; ბ) (ამოღებულია - 16.11.2021, №1018); გ) ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ.

1¹.საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 თებერვლისა მიიღოს დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“.

1².საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ; ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ; გ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ; დ) ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ; ე) მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ; ვ) საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრების, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ; ზ) ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესი; თ) მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ.

1³.საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება.

1⁴.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „ღვინისეული სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლ ის მეურნეობის მინისტრის ბრძანების გამოცემა.

1⁵.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2023 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს ბრძანება „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ“.

1⁶.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე გამოსცეს ბრძანება „სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცების შესახებ“.

1⁷.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 ნოემბრამდე: ა) გამოსცეს ბრძანება „ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“; ბ) უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

1⁸.საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა.

2.(ამოღებულია).

3.ამ მ უხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე ძალაშია ღვინის მრეწველობაში არსებული ტექნოლოგიური ინსტრუქციები, წესები და ნორმატივები.

4.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .183 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.517 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1642 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3160 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1399 – ვებგვერდი, 24.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1643 – ვებგვერდი, 11.06.2026წ. თავი XIII.  დასკვნითი დებულებანი საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .183

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 დეკ. 2017 – 4 იან. 2028 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021

    33⁶ მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულია „ბ“ ქვეპუნქტი. დაემატა 1³ და 1⁴ პუნქტები 2022 წლის 1 მარტამდე შესაბამისი დადგენილებისა და ბრძანების მიღების ვალდებულებებით.

  2. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2017

    33⁶ მუხლის პირველი პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა — მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე სამი აქტი უნდა მიიღოს, და დაემატა 1² პუნქტი სამინისტროსთვის რვა აქტის მისაღებად იმავე ვადით.

  3. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 11 ივნ. 2026

    33⁶ მუხლს დაემატა 1⁷ და 1⁸ პუნქტები ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცებისა და ნიშანდების საფასურის განსაზღვრის ვადებით.

  4. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2026

    33⁶ მუხლს დაემატა 1⁶ პუნქტი, რომელიც მინისტრს 2026 წლის 1 მაისამდე სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცების ბრძანების გამოცემას ავალდებულებს.

  5. 33⁶ მუხლს დაემატა 1⁵ პუნქტი, რომელიც მინისტრს აკისრებს 2023 წლის 1 სექტემბრამდე ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის ბრძანების გამოცემის ვალდებულებას.

  6. 1² პუნქტში კანონქვემდებარე აქტების მიღების უზრუნველმყოფი სამინისტრო ახლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

  7. 33⁶ მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლითაც მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს 1¹ პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.

  8. 33⁶ მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც 2012 წლის 1 აპრილამდე ა.დ. ღვინოების ზონის გარეთ ჩამოსხმას უშვებდა საქართველოს ფარგლებში, ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4123²33⁵47751924¹1431375033⁶
მნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…ვაზისა და ღვინის შესახ…ტურიზმის შესახებსამრეწველო ემისიების შ…ცხოველთა და მცენარეთა …სავალდებულო სერტიფიცირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა