Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკავაზისა და ღვინის შესახებმუხლი 3²

ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 3². სააგენტოს უფლებამოსილებანი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 4 იან. 2028
თემები:ალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და სააგენტოს დებულების საფუძველზე.

2.სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ბ) საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება; გ) ღვინის კომპანიაში ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვა; დ) საქართველოში წარმოებული, შიდა და გარე ბაზრებისთვის განკუთვნილი, აგრეთვე საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება; ე) საქართველოში არსებული ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნის ორგანიზება და ხელშეწყობა; ვ) მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, შესაბამისი სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; ზ) მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; თ) ქართული ვაზისა და ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და შესაბამის ღონისძიებათა ხელშეწყობა; ი) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; კ) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე ალკოჰოლიანი სასმლისა და სპირტის ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა.

3.სააგენტო სახელმწიფო კონტროლსა და სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1642 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 იან. 2028 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021
  2. 14 დეკ. 2017
წინა მუხლი 3¹შემდეგი მუხლი 3³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალკოჰოლის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ალკოჰოლური სასმელების სამართალისერვისის გვერდი
  • მეღვინეობის სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-09 · №18

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2021-11-22
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 3¹საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო
  • 16ღვინისა და სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 24¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება
  • 22სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში
  • 19„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 5სააგენტოს უფლებამოსილებანი

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 19სახელმწიფო კონტროლი

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 16სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 8სააგენტოს უფლებამოსილებანი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 63⁶სააგენტოს უფლებამოსილებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 72სააგენტოს ძირითადი ფუნქციები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 23უფლებამოსილი ორგანო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁶3¹167224¹2219852316193²
მნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…ვაზისა და ღვინის შესახ…მიწის მიზნობრივი დანიშ…საქონლის ადგილწარმოშობ…ელექტრონული კომერციის …საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივნ. 2026