1.საქართველოს მთავრობამ: ა) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630); ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპები, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვების ან/და გაუქმების წესი და პირობები; გ) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630); დ) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს საქართველოს ტერიტორიაზე რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა და მათი განხორციელების წესი, აგრეთვე რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების ტექნიკური რეგლამენტი; ე) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630); ვ) 2026 წლის 1 იანვრამდე მიიღოს „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება; ზ) 2027 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის IV თავით განსაზღვრული სტანდარტული ფორმები; თ) 2027 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის VIII თავით განსაზღვრული სტანდარტული ფორმები; ი) 2030 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს გადახდისუუნარობისგან დაცვის უზრუნველყოფის ოდენობის გამოთვლის წესი და პროცედურა; კ) ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში დაამტკიცოს „კურორტების შესახებ“ დადგენილება; ლ) უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა: ა) 2027 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა; ბ) 2026 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი, საქმიანობის წესი და სტანდარტი; ბ 1 ) 2025 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ტურისტული გიდის სერტიფიცირების განმახორციელებელი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესი და ტურისტული გიდის სერტიფიცირების წესი; ბ 2 ) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელ პირთა (პერსონალის) სერტიფიცირების წესი და პირობები; გ) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630); დ) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630); ე) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630) ; ვ) 2030 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ტურისტული პაკეტებისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების შესახებ ანგარიშის ფორმა; ზ) 2030 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ტუროპერატორისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის გადახდისუუნარობისგან დაცვის სერტიფიკატის ფორმა; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4276 – ვებგვერდი, 27.06.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №150 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1135 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1630 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

