ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 5. სამეწარმეო ვაზის ჯიშის კატეგორიები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 3 იან. 2028

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამეწარმეო ვაზის ჯიში არის ნებადართული ვაზის ჯიში ან/და რეკომენდებული ვაზის ჯიში.

2.დანიშნულების მიხედვით სამეწარმეო ვაზის ჯიშის კატეგორიებია: ა) საღვინე ვაზის ჯიში; ბ) სასუფრე ვაზის ჯიში; გ) საქიშმიშე ვაზის ჯიში; დ) ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზის ჯიში.

3.ღვინის წარმოებისათვის ნებადართული ვაზის ჯიშებისა და რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალი მოიცავს მხოლოდ ვიტის ვინიფერას (Vitis vinifera) სახეობის ჯიშებს. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 3 იან. 2028). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან · იცვლება 3 იან. 2028-დან

1. ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტი, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მოიცავს ვაზის აბორიგენულ და ინტროდუცირებულ (ვიტის ვინიფერას) ჯიშებს. 2. ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის შევსება ახალი ჯიშებით ხორციელდება დაინტერესებული პირის განაცხადის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2017
  2. · გამოქვეყნდა 18 ივნ. 2007

    მე-5 მუხლში სტანდარტული სორტიმენტი ახლა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ვაზის ჯიშების სორტიმენტია, ჰიბრიდები ამოღებულია აღწერიდან, კანონში ჩამოთვლილი ჯიშები ამოღებულია, ხოლო შევსება ხდება დაინტერესებული პირის განაცხადით.

  3. · გამოქვეყნდა 23 ივლ. 2002

    მე-5 მუხლში სორტიმენტის ჯგუფები ახლა ანბანურადაა დანომრილი, დაემატა მალბეკი და მერლო, ცქრიალა ღვინის ჯიშების ჯგუფი ამოღებულია, ხოლო სორტიმენტის შევსების წესს ადგენს სამინისტრო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
611108884415315 (დ…12 (დ…115
მნიშვნელობით ახლოსვაზისა და ღვინის შესახ…სავალდებულო სერტიფიცირ…ტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს ტყის კოდექ…ლიცენზიებისა და ნებართ…ცხოველთა და მცენარეთა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა