სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

მუხლი 5. ეროვნული კატალოგი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გასავრცელებლად დაშვებული ჯიშები შეტანილი უნდა იქნეს ეროვნულ კატალოგში.

2.მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგისა და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის“ შესაბამისად ეროვნულ კატალოგში შეიძლება შეტანილ იქნეს: ა) სხვა ქვეყნის კატალოგში რეგისტრირებული ჯიშები; ბ) ადგილობრივი (აბორიგენული) ჯიში, რომელიც მისი გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადაპტირებულია ადგილობრივ ნიადაგსა და კლიმატურ პირობებთან.

3.დაუშვებელია ეროვნულ კატალოგში ისეთი ჯიშის შეტანა: ა) რომელიც არ აკმაყოფილებს განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის კრიტერიუმებს; ბ) რომელიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას და რომლის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა (VCU) დამაკმაყოფილებლად შეფასებული არ არის; გ) რომელიც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ორიგინალური სახელით იდენტიფიცირებული არ არის.

4.ეროვნულ კატალოგსა და ეროვნული კატალოგის წარმოების წესს ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4434 – ვებგვერდი, 02.10.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 დეკ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 2 ოქტ. 2024

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3126¹⁰374717184857¹741425
მნიშვნელობით ახლოსსავალდებულო სერტიფიცირ…ცხოველთა და მცენარეთა …სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს „წითელი ნუ…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა