საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

მუხლი 2

რედაქცია №10კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2016

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტიგიორგი ფანცულაია

1.თუ მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობაზე (სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე), მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისთვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 90%-ის გადახდის შემთხვევაში.

2.თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.

3.თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისთვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში.

4.გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა).

5.თუ მოსარგებლეს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მოპოვებული აქვს ქირავნობის საფუძველზე, ის არ ჩაითვლება ამ კანონის 1 1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლედ და მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლებები.

6.თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.

7.თუ მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული, დავა გადაწყდება სასამართლო წესით.

7¹.თუ ერთ-ერთი მხარის ადგილსამყოფელი უცნობია, მეორე მხარე უფლებამოსილია სარჩელში მოპასუხის მისამართის მიუთითებლად მიმართოს სასამართლოს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მეორე მხარის მიმართ საჯარო შეტყობინებას.

7².ამ მუხლის 7 1 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარე უფლებამოსილია სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და ამის შემდეგ განახორციელოს საცხოვრებელი სადგომის თავის საკუთრებად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

8.იმ მესაკუთრეს, რომლის საცხოვრებელ სადგომშიც ადმინისტრაციული აქტით შესახლებულ იქნა მოსარგებლე, შეუძლია მოსარგებლეს მოსთხოვოს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარგებლეს სახელმწიფო აუნაზღაურებს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას.

9.მოსარგებლე ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ კომპენსაციას სახელმწიფოსგან მიიღებს მესაკუთრის ან მოსარგებლის მოთხოვნით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

10.მესაკუთრეს უფლება აქვს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაცია თავად აუნაზღაუროს მოსარგებლეს. ამ შემთხვევაში მესაკუთრე უფლებამოსილია სასამართლო წესით მოითხოვოს მე-8 პუნქტით დადგენილი კომპენსაციის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურება.

11.ამ მუხლით საცხოვრებელ სადგომად განისაზღვრება ის ფართი, რომელზედაც თავდაპირველად არსებობდა გარიგება მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ან გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული აქტით.

12.თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), მოსარგებლე უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა.

13.ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1815 - სსმ I, №34, 02.07.2005 წ., მუხ.208 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2789 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.79 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5446 – ვებგვერდი, 20.12.2011წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

4

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №1/1/103,117,137,147-48,152-5307.06.2001გადაწყვეტილება(1, 2)
    ტექსტი ძალადაკარგულია
    ძალის დაკარგვის თარიღი: 07.06.2001საქმის გადასინჯვის საფუძველი§82§83§60§61
  • №1/3/50907.11.2012საოქმო ჩანაწერი(2, 1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №1/12/38024.05.2006განჩინება(4)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქეები – ნათელა და მანანა ქურდიანები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №2/9/34307.10.2005განჩინება(4, 6, 7, 3)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ჟანა აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 244

ყველა გადაწყვეტილება
  • №3კ-678-012002-04-2924
    დიდი პალატადიდი პალატა

    როდის შეიძლება შეწყდეს საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ დავა ადრე უკვე გადაწყდა?

    დავა ეხებოდა საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად და შემძენის მესაკუთრედ ცნობას, აგრეთვე გამოსახლების შესახებ შეგებებულ სარჩელს. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო გამოყენებული სპეციალური კანონის დებულებები. პალატამ ასევე განმარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ადრინდელ და ახალ დავებს განსხვავებული საფუძვლები აქვს, და მიუთითა მესაკუთრისა და მოსარგებლის უფლებების მარეგულირებელი ნორმების გამოყენებაზე. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    ადასტურებს თუ არა საცხოვრებელი სადგომისთვის პერიოდული საფასურის გადახდა თავისთავად ქირავნობის ურთიერთობას?

    მოსარჩელეებმა მოითხოვეს დაკავებულ საცხოვრებელ სადგომსა და სათავსზე საკუთრების უფლების გადაცემა საბაზრო ღირებულების 25 პროცენტის გადახდის სანაცვლოდ, ხოლო მესაკუთრემ შეგებებული სარჩელით მათი გამოსახლება მოითხოვა. დავა შეეხებოდა ქირავნობისა და საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის ურთიერთობების გამიჯვნას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ პერიოდული საფასურის გადახდა ქირავნობას არ ადასტურებს და კონკრეტულ საქმეში მესაკუთრემ წერილობითი ქირავნობის ხელშეკრულება ვერ დაამტკიცა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ განისაზღვრება საცხოვრებელი სადგომის ფაქტობრივი ფლობა, როდესაც მოსარგებლე გარკვეული ხნის განმავლობაში სხვაგან ცხოვრობდა?

    დავა ეხებოდა საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ ცნობასა და კომპენსაციის სანაცვლოდ სადგომის საკუთრებაში გადაცემას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადგომით სარგებლობის უფლების დათმობა განსხვავდება მესაკუთრესთან დადებული წერილობითი ნასყიდობისგან და პირველ შემთხვევაში საკუთრების მოპოვებისთვის საბაზრო ღირებულების 25 პროცენტის გადახდაა გათვალისწინებული. სასამართლოს თანახმად, სხვაგან ცხოვრება და კომუნალური გადასახადების გადაუხდელობა თავისთავად არ ადასტურებს სარგებლობის უფლების მიტოვებას. უზენაესმა სასამართლომ სსსკ 412-ის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, რადგან დასადგენი დარჩა ფლობის ფაქტი, დათმობილი ფართის მოცულობა და მისი საბაზრო ღირებულება.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    შეიძლება თუ არა საცხოვრებელ სადგომში მოძრავი ნივთების განთავსება მფლობელობის გამოვლინებად ჩაითვალოს?

    ქ. პ-ი მოითხოვდა საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემას მისი საბაზრო ღირებულების ათი პროცენტის გადახდის სანაცვლოდ. დავა შეეხებოდა იმას, ფლობდა თუ არა იგი სადგომს კეთილსინდისიერად 1998 წლის კანონის მიღების მომენტისთვის და შეიძლებოდა თუ არა სადგომში მოძრავი ნივთების არსებობა მფლობელობის გამოვლინებად მიჩნეულიყო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მფლობელობა შეიძლება მოძრავი ნივთების განთავსებითაც გამოვლინდეს, თუმცა მოცემულ საქმეში შესაბამის დროს ფლობა სათანადოდ არ დადასტურდა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დატოვა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა ნიშნებით განისაზღვრება, ვრცელდება თუ არა სპეციალური კანონი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ურთიერთობაზე?

    მოსარჩელე მოითხოვდა საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემას მისი საბაზრო ღირებულების 25 პროცენტის გადახდის სანაცვლოდ. უზენაესმა სასამართლომ შეაფასა, ექცეოდა თუ არა მხარეთა შეთანხმება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ურთიერთობების მომწესრიგებელი სპეციალური კანონის ფარგლებში. სასამართლომ დაადგინა, რომ შეთანხმება ითვალისწინებდა სესხად მიღებული თანხის სარგებლის სანაცვლოდ ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემას და არ წარმოშობდა საკუთრების გადაცემის მოთხოვნის საფუძველს. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • №ას-8-8-20182019-11-2744
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რომელი კანონი გამოიყენება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის შესახებ ადრე აღძრულ და ახალი კანონის ამოქმედებისას დაუმთავრებელ დავაზე?

    მესაკუთრე ითხოვდა მოსარგებლის მფლობელობის შეწყვეტას და საცხოვრებელი სადგომის გამოთავისუფლებას მისი საბაზრო ღირებულების ნაწილის კომპენსაციის სანაცვლოდ. დავის მთავარი საკითხი იყო, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე ურთიერთობაზე უნდა გამოყენებულიყო 1998 წლის კანონი თუ მის ნაცვლად მიღებული 2016 წლის კანონი. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ახალი კანონის ამოქმედებისას ურთიერთობა დასრულებული არ იყო და მასზე ახალი კანონის გავრცელება ნამდვილ უკუძალას არ წარმოადგენდა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა; საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობა ასევე არ დაკმაყოფილდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 20 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1¹88¹78441562541542144 (და…5 (და…5684 (და…2
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაცხოვრებელი სადგომით …საქართველოს სამოქალაქო…საცხოვრებელი სადგომით …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ოკუპირებულ…კანონიერი მოსარგებლეებ…