საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 118³. კიდულძრავიანი ველოსიპედით, მოპედით, მსუბუქი კვადროციკლით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კიდულძრავიანი ველოსიპედით, მოპედით, მსუბუქი კვადროციკლით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ჯარიმის ან საურავის ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობისას ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით შეიცვლება. აღნიშნულ შემთხვევაში ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ გამოიყენება კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლის მიმართ.

2.ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა პირს არ ათავისუფლებს საურავის გადახდისგან.

3.თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268 1 და 290 1 მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.249 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1700 – ვებგვერდი, 25.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1013 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017
  3. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2017
  4. · გამოქვეყნდა 16 მაი. 2014

    118³ მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში 150-ლარიანი საურავი შეიცვალა დაკისრებული ჯარიმის ორმაგით, არაუმეტეს 500 ლარისა.

  5. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2013

    118³ მუხლის შენიშვნიდან ამოღებულია საურავისა და ჯარიმის მართვის უფლების ჩამორთმევით შეცვლის წესები.

  6. · გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  7. შენიშვნის პირველ ნაწილში ჯარიმის ჩამორთმევით შეცვლის პირობა ახლა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობაა.

  8. · გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    შენიშვნის პირველ პუნქტში საურავი 150 ლარით ჯარიმასთან ერთად დარიცხვად აღარ არის ჩამოყალიბებული, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევით შეცვლა 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობას უკავშირდება.

  9. · გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

    118³ მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი მესაკუთრისთვის ჯარიმის დაკისრების, საურავისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შესახებ.

  10. · გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    118³ მუხლში სუბიექტი ახლა მძღოლი ან/და მგზავრია, ჯარიმა 10 ლარია და დაემატა შენიშვნა საურავისა და ჯარიმის უფლების ჩამორთმევით შეცვლის შესახებ.

  11. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2005

    დაემატა 118³ მუხლი, რომელიც მოტოციკლის მძღოლისა და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობისთვის ითვალისწინებს 10-ლარიან ჯარიმას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
281276277290290¹118¹118⁴107⁴2814337315170118³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ტერიტორიაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა