Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 290¹

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 290¹. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:საგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევებიელექტრონული (ვიდეო/ფოტო) ჯარიმები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 118-ე−118 3 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−3 1 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება: ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება; გ) სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ლიზინგის მიმღებად აღრიცხულ პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი ჰბარდება ამ კოდექსის 268 1 მუხლის შესაბამისად.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

4.ჯარიმის ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი დაარიცხავს საურავს ამ კოდექსის 118-ე−118 3 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−3 1 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) გათვალისწინებული სათანადო ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის. აღნიშნულ შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

5.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 118-ე−118 3 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−3 1 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირის კანონიერ წარმომადგენელს აკისრებს.

6.ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას ამ კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლითა და ამ კოდექსის 268 1 მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

7.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებით არის ჩადენილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება იმ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს, რომელმაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და ეს სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანა.

8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დადგენილება (გამოწერილი საჯარიმო ქვითარი) საჯაროდ ქვეყნდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. საჯარიმო ქვითარი შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს აგრეთვე უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ პირს დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. საჯარიმო ქვითარი აღნიშნულ პირს შეიძლება ჩაჰბარდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.

9.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მას ერიცხება საურავი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი ვალდებულია აღნიშნული ჯარიმა ან საურავი გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.

11.თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირი უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია, ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში მას შეიძლება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირი საქართველოს მოქალაქეა, საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის. აღნიშნულ შემთხვევაში სათანადო დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1916 – ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივნ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 10 იან. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  2. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
  3. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  4. 29 ივლ. 2020
  5. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017

    290¹ მუხლის პირველ, მე-7 და მე-8 ნაწილებში მითითება „118¹−118³“ შეიცვალა „118-ე−118³“-ით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 290შემდეგი მუხლი 290¹⁰

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა / ჯარიმების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვიდეო/ფოტოფირზე დაფიქსირებული ჯარიმის გასაჩივრებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 5 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • ციტირებულია 12 მუხლი
  • 14 რედაქცია
  • 8 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 118³მუხლი 120მუხლი 123მუხლი 125მუხლი 13მუხლი 268¹მუხლი 290მუხლი 291

მიუთითებენ მასზე

მუხლი 118მუხლი 118¹მუხლი 118²მუხლი 118³მუხლი 120მუხლი 122მუხლი 122¹მუხლი 123მუხლი 125მუხლი 125³მუხლი 125⁴მუხლი 282

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 290⁴მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას, ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი  დადგენილების/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება
  • 290¹⁰ამ კოდექსის 118 5 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ჩაბარება და მისი აღსრულება
  • 268¹ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/შეტყობინების ჩაბარების წესი

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 27ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 63⁷პასუხისმგებლობა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13¹³ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 13ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 14პასუხისმგებლობის საფუძვლები

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 25ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

ტურიზმის შესახებ

  • 49პასუხისმგებლობა ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის

საავტომობილო გზების შესახებ

  • 22¹პასუხისმგებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისთვის/ნაგებობის განთავსებისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
118³120123125268¹13290291118118¹118²122122¹125³125⁴290¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსრაც უფრო ახლოსაა, მით უფრო ახლოა მნიშვნელობით

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026