საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 128³. ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის/მონაცემების ასახვის დადგენილი წესის დარღვევა ან სპეციალური ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა ან სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის დადგენილი წესის ან ვადის დარღვევით წარდგენა ან დაკარგვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება , ჩადენილი განმეორებით , − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

3.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხეტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დარღვევა, ან მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მარკირების გარეშე განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (გარდა მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მარკირების გარეშე განთავსებისა) განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.

5.ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის და სახერხი დანადგარებისა და მოწყობილობების კონფისკაციით. შენიშვნა: ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონოდ ჩაითვლება ის ხე-ტყე/ხე-მცენარე, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №566 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №582 · ძალაშია 16 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 მაი. 2025 – 29 მაი. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 26 სექ. 2018 – 1 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2025
  2. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2018

    128³ მუხლის პირველ ნაწილში დისპოზიცია ახლებურადაა ჩამოყალიბებული ელექტრონული ჟურნალის წესის დარღვევის ჩათვლით, ხოლო მე-3 ნაწილიდან ამოღებულია „ან უამისოდ“ და არარეგისტრირებული საამქროს დანადგარების კონფისკაცია.

  3. 128³ მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას დაემატა დამატებითი კონფისკაცია არარეგისტრირებული სახერხი საამქროს აღმოჩენის შემთხვევაში: მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარისა (ტექნიკის) და მოწყობილობის.

  4. 128³ მუხლის პირველ, მე-3 ნაწილსა და შენიშვნაში მინისტრის ნორმატიული აქტი შეიცვალა მთავრობის დადგენილებით, ასევე გასწორდა სიტყვა „ასევე“; ჯარიმები უცვლელია.

  5. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    პირველ და მე-3 ნაწილებსა და შენიშვნაში ნორმატიული აქტის გამცემად ახლა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი მიეთითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
287²287¹304¹208222128²128⁵64¹28640¹1321362251128³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სივრცის და…საქართველოს საგადასახა…ნარჩენების მართვის კოდ…შრომის უსაფრთხოების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა