საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 128². ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ხეტყის პირველადი გადამუშავება ტყის ტერიტორიაზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2.უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

4.ხეტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და ხეტყის კონფისკაციით ან უამისოდ.

5.(ამოღებულია - 13.05.2025, №566) .

5¹.( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).

5².( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).

6.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ.

7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით.

8.სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესების დარღვევით ტრანსპორტირება ან ასეთი ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. შენიშვნა:

1.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დროებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე  ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხეტყესთან/ხე-მცენარესთან ერთად და იგი გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და აღნიშნულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს ეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდის, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის წარმოდგენის (საჭაპანო ტრანსპორტის შემთხვევაში მისი სარეგისტრაციო მოწმობის წარმოდგენა არ მოითხოვება) ან მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში, გარდა ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება ხე-ტყე, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მათ შორის, უშუალოდ ტრანსპორტირებისას) არ აქვს სათანადო დოკუმენტი ან რომელიც იმავე დადგენილებით განსაზღვრული წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ოქმის შემდგენი უფლებამოსილია დაათვალიეროს პირველადი გადამუშავების ადგილები, გააჩეროს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, ასევე მოითხოვოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და ბუნებრივი რესურსების წარმოშობის დოკუმენტები, ხოლო დარღვევის აღმოჩენისას მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 – სსმ I, №67,09.12. 2010 წ., მუხ.418 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5594– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №797 – ვებგვერდი, 29.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1100 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №566 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №582 · ძალაშია 16 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 მაი. 2025 – 29 მაი. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 30 დეკ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2025
  2. · გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
  3. · გამოქვეყნდა 29 მაი. 2017

    128² მუხლის მე-6 ნაწილში მოპოვების ადგილი ახლა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით (კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიის ჩათვლით), მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრების ნაცვლად; სანქცია — 200 ლარამდე ჯარიმა, კონფისკაციით ან უამისოდ — ტექსტში იგივეა.

  4. 128² მუხლის მე-6 ნაწილში „თვითმმართველი ერთეული“ შეიცვალა „მუნიციპალიტეტით“ და ამოღებულია მითითება 151¹ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

  5. 128² მუხლში მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებისა და შენიშვნის მიმართვა მინისტრის აქტზე შეიცვალა მთავრობის დადგენილებით; მე-4 ნაწილს დაემატა გამონაკლისი, ხოლო უკანონო ხე-ტყის განმარტება მოიცავს უშუალოდ ტრანსპორტირებისას დოკუმენტის არქონას.

  6. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებსა და შენიშვნის მე-2 პუნქტში ნორმატიული აქტის გამცემად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი დასახელდა, ხოლო 5¹ და 5² ნაწილები ამოღებულია.

  7. 128² მუხლს დაემატა 5¹ და 5² ნაწილები ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ხე-ტყის დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირებისთვის: პირველად გაფრთხილება, განმეორებით 500 ლარის ჯარიმა ხე-ტყის კონფისკაციით.

  8. · გამოქვეყნდა 13 მაი. 2011
  9. · გამოქვეყნდა 9 დეკ. 2010
  10. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2006

    ერთი ჯარიმა ხე-ტყის გადამუშავებისა და ტრანსპორტირების ან რეალიზაციისთვის ჩანაცვლდა ხუთნაწილიანი რეგულირებით, რომელიც ითვალისწინებს განმეორებას და კონფისკაციას.

  11. დაემატა 128² მუხლი, რომელიც ხე-ტყის გადამუშავებას, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას კანონიერი დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე სჯის ჯარიმით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
304¹30330424920823966128³128⁴286240¹132131130128²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ზოგიერთი ადმინისტრაციუ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სივრცის და…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა