Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 286

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 286. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴1⁵233¹3²456789101112131415

1.სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

1¹.სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

1².სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

1³.სამეწარმეო საქმიანობისთვის რეფერენტული ფასისადმი დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მიერ სასაქონლო ზედნადების მოთხოვნისას მისი გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა − იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

1⁴.ამ მუხლის 1 3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − იწვევს პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

1⁵.ამ მუხლის 1 3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − იწვევს პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3.( ამოღებულ ია – 28.12.2012, №189).

3¹.(ამოღებულია - 14.07.2020, №6817) .

3².ამ მუხლის 1 1 ან 1 2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

4.გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

5.ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე): ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა; დ) რეფერენტული ფასისადმი დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში − აგრეთვე ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ნომერი, ფარმაცევტული პროდუქტის ერთეულის ფასი ან/და სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის ფაქტობრივი მისამართი; ე) მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი; ვ) თითოეული მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური ფირნიშის ნომერი (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის).

6.პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება: ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში; ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში; გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას; დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია; ე) გაზეთების, ჟურნალებისა და მათი გამომცემლების მიერ მათთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა; ვ) საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის (სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის, ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას; ზ) თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად , მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება.

7.ამ მუხლის პირველი, მე-2, 3 1 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ დაეკისრება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირს, აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს (გარდა ამ კოდექსის 95 3 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში.

8.ამ მუხლის მიზნებისათვის: ა) ფული და საბანკო პლასტიკური ბარათები არ არის საქონელი; ბ) ძვირფასი ლითონებისა და ქვების, აგრეთვე ნუმიზმატიკური ფასეულობის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ან საბანკო დაწესებულების მიერ, აგრეთვე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, სპეციალურად დაცული ან კონტროლირებული სატრანსპორტო საშუალებით; გ) რეფერენტული ფასისადმი დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი არის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ასეთად განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტი.

9.გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

10.ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება; ბ) გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და, ამ ინფორმაციის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.

11.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

12.ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 400 ლარის ოდენობით.

13.ამ მუხლის პირველი−1​ 3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება, აგრეთვე საქონლის დათვლა თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად და აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

14.ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს საქონელს. ამ მუხლით გათვალისწინებული ყადაღის დადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

15.( ამოღებულია - 12.12.2014, №2946 ). საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506 საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6446 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1583 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2275 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №201 · ძალაშია 4 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 18

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2023
  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  3. 15 მარ. 2023· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  4. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  5. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2018

    286-ე მუხლის მე-7 ნაწილში სანქციების გამონაკლისი გავრცელდა მე-3¹ ნაწილზეც და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამოღებულია გამონაკლისიდან.

  6. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017

    286-ე მუხლს დაემატა 3¹ და 3² ნაწილები, რომლებიც 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე გადაზიდვისათვის 10 000 ლარის ჯარიმას, 1¹ ან 1² ნაწილის ქმედებისას კი ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.

  7. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2015
  8. 1 დეკ. 2015· გამოქვეყნდა 15 მაი. 2015
  9. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
  10. 17 დეკ. 2013· გამოქვეყნდა 3 დეკ. 2013

    286-ე მუხლს დაემატა 1¹ და 1² ნაწილები, რომლებიც ხეტყისა და ხე-მცენარის სასაქონლო ზედნადების გარეშე ბრუნვისთვის ღირებულების მიხედვით ადგენს 500 ან 5 000 ლარის ჯარიმას და საქონლის ჩამორთმევას, და 1³ ნაწილი, რომელიც საგადასახადო ორგანოს თანამშრომელს აძლევს გაჩერების, საბუთების მოთხოვნისა და ვიზუალური დათვალიერების უფლებას.

  11. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    286-ე მუხლის პირველ ნაწილში ჯარიმა 1 000 ლარიდან 500 ლარამდე შემცირდა, ხოლო მე-3 ნაწილის 10 000-ლარიანი სანქცია ამოღებულია.

  12. 25 ივნ. 2012

    286-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა ორი შემთხვევა, როცა საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე ხდება: გადაუდებელი დახმარება და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევა.

  13. 29 მაი. 2012

    286-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩამონათვალს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი გაზეთებისა და ჟურნალების გამომცემლის მიერ ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირების შესახებ, პირველადი მიწოდების გარდა.

  14. 12 აპრ. 2012

    286-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში საქონლის ტრანსპორტირების შემთხვევა დაკავშირებულია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და არა ეკონომიკურ საზღვართან.

  15. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    286-ე მუხლის მე-7 ნაწილში გამონაკლისი ახლა ეხება პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ ყველა სანქციას და მასში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელიც შევიდა; მყიდველის მოთხოვნაზე მითითებული ფორმულირება აღარ არის.

  16. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011
  17. 28 ივნ. 2011

    მე-8 ნაწილი გაიყო „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებად: 50-პროცენტიანი ჯარიმა ინვენტარიზაციით გამოვლენილ დანაკლისზე რჩება, ხოლო დანარჩენი დანაკლისი საბაზრო ფასით მიწოდებად იბეგრება. მე-9 ნაწილში სანქციისგან გათავისუფლების პირობები ახლებურად განისაზღვრა (მათ შორის 2 პროცენტის ზღვარი), ხოლო დაემატა მე-10 და მე-11 ნაწილი 200 და 400 ლარის ჯარიმებით.

  18. 29 დეკ. 2010

    286 მუხლში მე-3 ნაწილის ჯარიმა ხუთმაგიდან ორმაგ ოდენობაზე შეიცვალა, მე-6 ნაწილი დაკონკრეტდა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიმართ გამოუყენებელ სანქციებს, ხოლო მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში დაემატა ეროვნული ან კომერციული ბანკის მიერ ტრანსპორტირების პირობა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 285შემდეგი მუხლი 287

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 18 ცვლილება · ბოლო 18 აპრ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 40 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 95³

მიუთითებენ მასზე

მუხლი 270

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 288მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა
  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 128²ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა
  • 128³ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა
  • 127¹საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის/ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 304ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება
  • 304¹მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ტრანსპორტირება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 25² (დანართი 1)ხე- ტყის სასაქონლო ზედნადები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 81მონაცემთა სუბიექტისგან თანხმობის მიღებისა და მის მიერ თანხმობის გამოხმობის დროს კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13¹¹ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 13პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
304304¹128²128³127¹95³27028825² (…13¹¹1316817081286
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…გადასახადების ადმინისტ…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026