Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 150

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 150. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:რეკლამა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2.იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3.სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მე-4  ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4283 – სსმ I, №5, 15.01.2007წ., მუხ.66 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4713 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.143 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1271 – ვებგვერდი, 09.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №169 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №568 · ძალაშია 1 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 სექ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024
  2. 15 დეკ. 2020
  3. 28 ივლ. 2020
  4. 9 ივლ. 2019
  5. 18 აგვ. 2014

    150-ე მუხლის 2² ნაწილში 2¹ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ახლა სამართალდარღვევად არის დასახელებული და შეიცვალა „გარემოებებისა“. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 30 დღიდან 15 დღემდე შემცირდა; ჯარიმა 1000 ლარია.

  6. 14 ივლ. 2011

    150-ე მუხლს დაემატა შენიშვნა, რომლითაც 2² ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით ჩამოერთმევა.

  7. 27 აპრ. 2011
  8. 17 აგვ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    150-ე მუხლს დაემატა 2¹ და 2² ნაწილები ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე წარწერების შესრულებისთვის: 500 ლარი, განმეორებისას 1000 ლარი ან პატიმრობა 30 დღემდე.

  9. 5 ივნ. 2007· გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

    150-ე მუხლის მე-3 ნაწილში განახლდა კანონის დასახელება და ზონის აღწერა: უძრავი ძეგლის დაცვის ზონის ნაცვლად ნახსენებია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა.

  10. 17 მარ. 1994

    150-ე მუხლში, სადაც მხოლოდ წყარო იყო მითითებული, ჩამოყალიბდა პლაკატების გაკვრისა და ღობეების შეუღებავად მიტოვების სანქცია, განმეორებისთვის გაზრდილი ჯარიმით.

  11. 30 ივნ. 1986

    150-ე მუხლის ტექსტი, რომელიც გაზით სარგებლობის წესების დარღვევას სჯიდა, შეცვლილია ბრძანებულების მითითებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 149შემდეგი მუხლი 150¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აბრის განთავსების ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 11 ცვლილება · ბოლო 29 დეკ. 2024
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 22 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 208

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 150²ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება
  • 150¹მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის თვითნებური შეცვლა
  • 150³ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებური შეცვლა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 52¹იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 137¹იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს
  • 132სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა
  • 132¹სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 23სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა
  • 22უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება
  • 27მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 25ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 46ამ კოდექსის 31-ე–45-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
208150²150¹150³23222752¹46137¹132132¹25150
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სივრცის და…ტექნიკური საფრთხის კონ…გარემოსდაცვითი პასუხის…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026