საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 153¹². ლიზინგის საგნის საზღაურის მიღების წესის დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის ( „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის გარდა ) მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576- ე მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული 200 000 ( ორასი ათას ) ლარამდე ლიზინგის საზღაურის მიღების წესის დარღვევა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3.ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ლიზინგის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 07.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4105 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 23 იან. 2019 – 3 ივნ. 2019 ტექსტი უცნობია

  2. 31 დეკ. 1984 – 20 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 10 იან. 2019

    153¹² მუხლის პირველ ნაწილში ლიზინგის საზღაურის მიღების წესის დარღვევის ზღვარი 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაიზარდა; სანქცია კვლავ გაფრთხილებაა.

  2. · გამოქვეყნდა 7 აგვ. 2018

    დაემატა 153¹² მუხლი, რომელიც ლიზინგის საზღაურის მიღების წესის დარღვევისთვის ადგენს გაფრთხილებას, 1 000 ლარის ჯარიმას და ხელახალ ჯარიმას; ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტები მასში არ შედიან.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
219239153⁸153¹¹153¹⁰57627977452316917117485153¹²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…შრომის უსაფრთხოების შე…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა