საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 153¹¹. განვადებით ნასყიდობის საფასურის მიღების წესის დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505 1 მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებული განვადებით ნასყიდობისას 200 000 ( ორასი ათას ) ლარამდე ნივთის ფასის მიღების წესის დარღვევა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3.ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505 1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 07.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4105 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 20 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 10 იან. 2019

    153¹¹ მუხლის პირველ ნაწილში განვადებით ნასყიდობისას ნივთის ფასის მიღების წესის დარღვევის ზღვარი 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაიზარდა; სანქცია კვლავ გაფრთხილებაა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
153⁸153¹⁰153¹²505¹2792734510⁵462343¹81153¹¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…შრომის უსაფრთხოების შე…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს საგადასახა…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა