Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 219

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 219. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოები

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 აპრ. 2028

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²456

1.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 79 4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 153 7 , 153 8​​​ და 153 10 −153 12 მუხლებით, 155 3 მუხლის პირველი−მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 171 5 მუხლის მე-3, მე-7, 8 1 და 8 2 ნაწილებითა და 176 4 −176 6 და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 42 10 მუხლით, 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 127 1 მუხლის მე-2, 3 1 ​​​ ​​​ და 3 2 ნაწილებითა და 129 1 , 157-ე, 174 17 , 177 14 , 177 15 , 191 1 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ: ა) ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-2, 3 1 და 3 2 ნაწილებითა და 157-ე, 165-ე, 165 10 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის − საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 129 1 , 194-ე და 195-ე მუხლებით , – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს, რეგიონალური საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საგადასახადო ორგანოების სხვა, სათანადოდ უფლებამოსილ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირებს; გ) ამ კოდექსის 42​​​ ​ 10 მუხლით, 82 ​​​​​​ 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 155 ​​​​​ 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 ​​​​​ 5 მუხლით, 155​​​ ​ 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171​​​​​ ​ 5 მუხლის მე-3, მე-7, 8 ​ 1 და 8 ​ 2 ნაწილებითა და 174 ​​​ 17 , 176 4 −176 6 , 177 ​​​​​ 15 და 179 ​ 3 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს.

3.ამ კოდექსის 79 4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებითა და 153 7 , 153 8 , 153 10 −153 12 და 176 4 −176 6 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.

3¹.ამ კოდექსის 177 14 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის.

3².ამ კოდექსის 135 2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაჰბარდეს. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით) დაფიქსირდეს.

4.ამ კოდექსის 155 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 171 5 მუხლის მე-3, მე-7, 8 1 და 8 2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს  ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი უნდა დაფიქსირდეს ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით).

5.ამ კოდექსის 191 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.

6.ამ კოდექსის 42 10 , 174 17 და 177 15 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3409 – სსმ I, №5, 04.03.2004წ., მუხ.18 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №923 – სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.204 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1756 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.252 საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2024 – სსმ I. №48, 29.11.2005წ., მუხ.321 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2788 – სსმ I, №8, 24.03.2006წ., მუხ.60 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4232 – სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.383 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4258 – სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.418 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5242 – სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1930- სსმ I, №32, 06.11.2009წ., მუხ.193 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6395 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2542 – ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი №241 – ვებგვერდი, 13.01.2017წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1776 – ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2054 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2055 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 19 აპრილის კანონი №2170 – ვებგვერდი, 26.04.2018წ. საქართველოს 2018 წლის 19 აპრილის კანონი №2171 – ვებგვერდი, 26.04.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2261 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3304 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 07.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3317 – ვებგვერდი, 07.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5272 – ვებგვერდი, 11.11.2019წ. საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5887 – ვებგვერდი, 24.04.2020წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5925 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6491 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1190 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1350 – ვებგვერდი, 31.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 17 თებერვლის კანონი №1393 – ვებგვერდი, 23.02.2022წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2592 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3280 – ვებგვერდი, 05.07.2023წ . საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3609 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3962 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1526 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 ივლ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №544 · ძალაშია 25 დეკ. 2023-დან · იცვლება 1 ივლ. 2027-დან

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 79 4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 153 ​ 7 , 153 ​ 8 და 153 10 −153 ​ 12 მუხლებით, 155 ​ 3 მუხლის პირველი−მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 ​​​​​ 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 171 5 მუხლის მე-3, მე-7, 8 ​ 1 და 8 ​ 2 ნაწილებითა და 176 ​​​​ 4 , 176​ ​ 5 და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 42 10 მუხლით, 82​​​​​ ​ 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 127 1 მუხლის მე-2, 3​​​ ​ 1 და 3 ​ 2 ნაწილებითა და 129​​​ ​ 1 , 157-ე, 174 17 , 177​​​ ​ 14 , 177 ​​​​​ 15 , 191 ​ 1 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. [ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 153 7 , 153 ​ 8 და 153 ​ 10 −153 ​ 12 მუხლებით, 155 3 მუხლის პირველი−მე-10 ნაწილებით, 155 ​ 5 მუხლით, 155 ​​​​​ 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 171 ​​​​​ 5 მუხლის მე-3, მე-7, 8 ​ 1 და 8 2 ნაწილებითა და 176 ​​​​ 4 −176 6 და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 42​​​ ​ 10 მუხლით, 82​​​​​ ​ 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 127 1 მუხლის მე-2, 3​​​ ​ 1 და 3 ​ 2 ნაწილებითა და 129​​​ ​ 1 , 157-ე, 174​​​ ​ 17 , 177​​​ ​ 14 , 177 ​​​​​ 15 , 191 ​ 1 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-2, 3 1 და 3 2 ნაწილებითა და 157-ე, 165-ე, 165 ​ 10 , 165 11 და 195-ე მუხლებით, – საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს; [ ა) ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-2, 3 1 და 3 2 ნაწილებითა და 157-ე, 165-ე, 165 10 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის − საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 129 1 , 194-ე და 195-ე მუხლებით , – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს, რეგიონალური საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საგადასახადო ორგანოების სხვა, სათანადოდ უფლებამოსილ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირებს; გ) ამ კოდექსის 42​​​ 10 მუხლით, 82 ​​​​ 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 155 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155​​​ 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171​​​​​ 5 მუხლის მე-3, მე-7, 8 1 და 8 2 ნაწილებითა და 174 ​ 17 , 176​​​ 4 , 176 5 , 177 15 და 179 3 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს. [ გ) ამ კოდექსის 42​​​ ​ 10 მუხლით, 82 ​​​​​​ 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 155 ​​​​​ 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 ​​​​​ 5 მუხლით, 155​​​ ​ 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171​​​​​ ​ 5 მუხლის მე-3, მე-7, 8 ​ 1 და 8 ​ 2 ნაწილებითა და 174 ​​​ 17 , 176 4 −176 6 , 177 ​​​​​ 15 და 179 ​ 3 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] 3. ამ კოდექსის 79 4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებითა და 153 ​​​​​ 7 , 153 8 , 153 10 −153 12 , 176​ ​ 4 და 176 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. [ 3. ამ კოდექსის 153 ​​​​​ 7 , 153 ​​​ 8 , 153 ​​​ 10 −153 ​​​ 12 და 176​ ​ 4 −176 6 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] 3 1 . ამ კოდექსის 177 14 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. 3 2 . ამ კოდექსის 135 2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაჰბარდეს. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით) დაფიქსირდეს. 4. ამ კოდექსის 155 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 171 5 მუხლის მე-3, მე-7, 8 1 და 8 2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს  ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი უნდა დაფიქსირდეს ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით). 5. ამ კოდექსის 191 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. 6.  ამ კოდექსის 42 10 , 174 17 და 177 15 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3409 – სსმ I, №5, 04.03.2004წ., მუხ.18 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №923 – სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.204 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1756 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.252 საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2024 – სსმ I. №48, 29.11.2005წ., მუხ.321 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2788 – სსმ I, №8, 24.03.2006წ., მუხ.60 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4232 – სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.383 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4258 – სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.418 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5242 – სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1930- სსმ I, №32, 06.11.2009წ., მუხ.193 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6395 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2542 – ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი №241 – ვებგვერდი, 13.01.2017წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1776 – ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2054 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2055 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 19 აპრილის კანონი №2170 – ვებგვერდი, 26.04.2018წ. საქართველოს 2018 წლის 19 აპრილის კანონი №2171 – ვებგვერდი, 26.04.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2261 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3304 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 07.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3317 – ვებგვერდი, 07.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5272 – ვებგვერდი, 11.11.2019წ. საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5887 – ვებგვერდი, 24.04.2020წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5925 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6491 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1190 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1350 – ვებგვერდი, 31.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 17 თებერვლის კანონი №1393 – ვებგვერდი, 23.02.2022წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2592 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3280 – ვებგვერდი, 05.07.2023წ . საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3609 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3962 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 ივლ. 2023 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2022 – 1 მარ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 34

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2028 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 1 მაი. 2026
  2. 1 ოქტ. 2024· გამოქვეყნდა 30 მაი. 2017
  3. 1 ივნ. 2024· გამოქვეყნდა 20 ნოე. 2023
  4. 1 ივნ. 2024· გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  5. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2023
  6. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2023
  7. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
  8. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2021
  9. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020
  10. 2 ივლ. 2020· გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
  11. 2 მაი. 2020· გამოქვეყნდა 24 აპრ. 2020
  12. 11 ნოე. 2019
  13. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 24 მაი. 2018
  14. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 10 მაი. 2018
  15. 20 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 7 აგვ. 2018
  16. 6 აგვ. 2018
  17. 1 მაი. 2018· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2018
  18. 26 მარ. 2018

    219-ე მუხლის პირველ ნაწილში ფინანსთა სამინისტროს ორგანოების განსჯად მუხლებს დაემატა 153⁸, ხოლო მე-3 ნაწილში ადგილზე განხილვისა და სახდელის დადების წესი 153⁷ მუხლთან ერთად 153⁸ მუხლზეც გავრცელდა.

  19. 1 მარ. 2018· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017

    219-ე მუხლის პირველ ნაწილში ფინანსთა სამინისტროს ორგანოების კომპეტენცია გაფართოვდა 191¹ მუხლითა და სხვა მუხლებით უფლებამოსილების ფარგლებში; ახალი მე-5 ნაწილით შემოსავლების სამსახური 191¹ საქმეს ადგილზე განიხილავს და სახდელს ადგილზევე ადებს.

  20. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 იან. 2017

    219-ე მუხლის პირველ ნაწილში ფინანსთა სამინისტროს ორგანოების განსჯადი საქმეების ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა და მასში 153⁷ მუხლი შევიდა, ხოლო ახალი მე-3 ნაწილით 153⁷ მუხლის საქმეები, გამოკვლევის საჭიროების არარსებობისას, ადგილზე განიხილება.

  21. 6 აგვ. 2014

    219-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: 165-ე და 194-ე მუხლების საქმეები ცალკეა გამოყოფილი, ხოლო თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს დაემატა 127¹ მუხლის მე-2 ნაწილი. იგივე დამატება შევიდა მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტშიც.

  22. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012

    219-ე მუხლის პირველ პუნქტში საბაჟო კონტროლისგან გათავისუფლებულ პირთა ჩამონათვალში კონტროლის პალატის თავმჯდომარე გენერალური აუდიტორით შეიცვალა.

  23. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 19 ივნ. 2012

    219-ე მუხლის „ა“ პუნქტის ჩამონათვალს დაემატა 165¹⁰ მუხლი.

  24. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  25. 1 დეკ. 2009· გამოქვეყნდა 6 ნოე. 2009

    „გ“ ქვეპუნქტში ფინანსთა სამინისტროს „შემოსავლების სამსახური“ შეიცვალა „შესაბამისი სამსახურით“; 179³ მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას განიხილავენ ამ სამსახურის უფლებამოსილი პირები.

  26. 10 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 27 ივლ. 2007

    219-ე მუხლში დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც 179³ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმხილველებად განისაზღვრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები.

  27. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    219-ე მუხლის პირველ პუნქტში 129¹ მუხლით გათვალისწინებული საქმეები ჩაემატა ფინანსთა სამინისტროს ორგანოების განსახილველ საქმეებს, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში საქმის განმხილველ და სახდელის დამდებ პირთა წრე ახლებურად განისაზღვრა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიხედვით.

  28. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    219-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია 193-ე და 129¹ მუხლები, ხოლო მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში 193-ე მუხლის ნაცვლად 129¹ მუხლია მითითებული და საბაჟო პირთა ჩამონათვალი რედაქციულად შეიცვალა.

  29. 24 მარ. 2006

    219-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია 129¹ მუხლი და ახლებურად განისაზღვრა 193-ე–195-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების განმხილველი საბაჟო ორგანოებისა და ფინანსური პოლიციის თანამდებობის პირთა წრე: დაემატა რეგიონალური საბაჟოების უფროსები და მოადგილეები და საბაჟო ორგანოების სხვა სათანადოდ უფლებამოსილი პირები.

  30. 29 ნოე. 2005

    219-ე მუხლის პირველ ნაწილსა და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში 129¹ მუხლი დაემატა ფინანსთა სამინისტროს ორგანოებისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამდებობის პირთა განსახილველ საქმეებს.

  31. 29 ივლ. 2005· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2005

    219-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირთა და ფინანსური პოლიციის უფლებამოსილ პირთა კომპეტენცია 195-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზეც გავრცელდა. ამასთან ახლებურად ჩამოყალიბდა სამმართველოს უფროსის მოადგილეებისა და რეგიონალური საბაჟოს უფროსის მითითება, ხოლო ფინანსური პოლიციის აღწერიდან „სათანადოდ“ ამოღებულია.

  32. 1 იან. 2005· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2004

    219-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია მითითება 164¹–164³ მუხლებზე; საგადასახადო ორგანოების უფროსებისა და მოადგილეების, ფინანსური პოლიციის უფლებამოსილი პირების განხილვის უფლება რჩება 155², 157-ე, 165-ე და 195-ე მუხლებზე.

  33. 4 მარ. 2004

    219-ე მუხლის მე-2 ნაწილში უფლებამოსილი უწყება ახლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროა, ხოლო „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში საგანგებო ლეგიონის თანამდებობის პირები შეცვლილია ფინანსური პოლიციის სათანადოდ უფლებამოსილი პირებით; „ბ“ ქვეპუნქტში დაზუსტდა საბაჟოს მოადგილისა და რეგიონული საბაჟოების ფორმულირებაც.

  34. 3 აპრ. 2001· გამოქვეყნდა 20 მარ. 2001

    219-ე მუხლი გადაიქცა ორნაწილიან ნორმად, რომელიც საქმეთა განხილვას ანიჭებს საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს ორგანოებს და ჩამოთვლის სახდელის დამდებ თანამდებობის პირებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 218შემდეგი მუხლი 219¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 34 ცვლილება · ბოლო 1 მაი. 2026
  • 61 რედაქცია
  • 21 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 127¹მუხლი 135²მუხლი 153¹²მუხლი 155³მუხლი 155⁵მუხლი 155⁶მუხლი 165მუხლი 171⁵მუხლი 176⁶მუხლი 177¹⁴მუხლი 177¹⁵მუხლი 191¹მუხლი 194მუხლი 195მუხლი 3მუხლი 42¹⁰მუხლი 5მუხლი 6მუხლი 79⁴მუხლი 82⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 229⁷ამ კოდექსის 42 10 , 42 11 და 177 15 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განმხილველი ორგანოები
  • 209შინაგან საქმეთა ორგანოები
  • 222¹საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანოები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 55ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 49საგადასახადო ორგანოთა უფლებები
  • 48საქართველოს საგადასახადო ორგანოები
  • 297საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები

ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

  • 3

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

  • 10პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

  • 3

ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

  • 3

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10127¹135²153¹²155³155⁵155⁶165171⁵176⁶177¹⁴177¹⁵191¹194195219
მითითებამნიშვნელობით ახლოსრაც უფრო ახლოსაა, მით უფრო ახლოა მნიშვნელობით

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026