Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 153³

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 153³. გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:საბაჟო და სასაზღვრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. შენიშვნა:

1.ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს მას სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისგან.

2.სამართალდამრღვევის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გაგრძელების აღსაკვეთად მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.

3.თუ ამ მუხლის პირველი, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენისას სამართალდამრღვევი ვერ დგინდება, სამართალდარღვევის საგანი კონფისკაციას ექვემდებარება.

4.სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1621 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.110 საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1442 – სსმ I, №23, 25.05.2005წ., მუხ.158 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №537 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2025
  2. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  3. 1 აპრ. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024
  4. 1 დეკ. 2024· გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  5. 23 ოქტ. 2023· გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2023
  6. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    მუხლი ორ ნაწილად დაიყო და ორივე ნაწილის სანქციას დაემატა სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია; მე-2 ნაწილში „ორგანოების მუშაკების“ ნაცვლად მითითებულია „ორგანოს უფლებამოსილი პირი“. დაემატა შენიშვნა, რომ 22-ე მუხლით განთავისუფლება და სიტყვიერი შენიშვნა კონფისკაციისაგან არ ათავისუფლებს.

  7. 8 ივნ. 2005· გამოქვეყნდა 25 მაი. 2005

    ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისთვის მოსაკრებლის ათმაგი ოდენობის ნაცვლად დაწესდა ფიქსირებული ჯარიმა 20-დან 50 ლარამდე, ხოლო სამართალდამცავთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისას — ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე ან პატიმრობა 7 დღემდე.

  8. 7 აგვ. 2002· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2002

    შემოღებულია ახალი სამართალდარღვევა — ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობა, რისთვისაც ჯარიმა ადგილობრივი მოსაკრებლის ათმაგია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 153²შემდეგი მუხლი 153⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვალუტის ფარული ტრანსპორტირება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 8 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 10 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 22

მიუთითებენ მასზე

მუხლი 208მუხლი 209მუხლი 209²მუხლი 242

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 153⁶ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე
  • 153⁴გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე
  • 156²პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია ნებართვის/ლიცენზიის გარეშე

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 37²უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა
  • 37⁴ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევა
  • 37⁵ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით ან/და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა
  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა
  • 176სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 306საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე
  • 200მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 288მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30622208209209²242153⁶153⁴156²37²37⁴288168170176153³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…წამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026