Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 153⁶

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 153⁶. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:მუნიციპალური კეთილმოწყობა და საზოგადოებრივი სივრცე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2.იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. შენიშვნა:

1.ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს მას სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან.

2.დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.

3.თუ ამ მუხლის პირველი, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოჩენისას სამართალდამრღვევი ვერ დგინდება, სამართალდარღვევის საგანი კონფისკაციას ექვემდებარება.

4.სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5097 – ვებგვერდი, 03.11.2011წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1960 – ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3154 – ვებგვერდი, 30.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 23 იან. 2019 – 3 ივნ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 28

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2025
  2. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  3. 1 აპრ. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024
  4. 1 დეკ. 2024· გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  5. 23 ოქტ. 2023· გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2023
  6. 30 მაი. 2023· გამოქვეყნდა 16 მაი. 2023
  7. 1 აპრ. 2023· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2022
  8. 19 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 5 ნოე. 2021
  9. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 27 სექ. 2019
  10. 29 ივლ. 2020
  11. 28 ივლ. 2020
  12. 1 მაი. 2020· გამოქვეყნდა 10 ივნ. 2019
  13. 18 დეკ. 2019· გამოქვეყნდა 4 დეკ. 2019
  14. 4 დეკ. 2019
  15. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 30 მაი. 2019
  16. 30 მაი. 2019
  17. 31 დეკ. 2018
  18. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 24 მაი. 2018
  19. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 10 მაი. 2018
  20. 26 სექ. 2018
  21. 30 ივლ. 2018
  22. 6 ივნ. 2018
  23. 15 აგვ. 2017· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017
  24. 13 მარ. 2016· გამოქვეყნდა 7 მარ. 2016
  25. 15 იან. 2015· გამოქვეყნდა 12 იან. 2015
  26. 19 თებ. 2014

    153⁶ მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლითაც კონფისკაციით მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს ქალაქ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო.

  27. 3 აპრ. 2012
  28. 3 ნოე. 2011

    დაემატა 153⁶ მუხლი, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობას სჯის ჯარიმით, კონფისკაციითა და მე-2 ნაწილით პატიმრობითაც, ხოლო შენიშვნებით აწესრიგებს კონფისკაციასა და კონფისკატის განკარგვას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 153⁵შემდეგი მუხლი 153⁷

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარე ვაჭრობა ნებართვის გარეშე თბილისში (მუხლი 153⁶)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 28 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • ციტირებულია 6 მუხლი
  • 7 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 22

მიუთითებენ მასზე

მუხლი 125²მუხლი 208მუხლი 209მუხლი 209²მუხლი 242მუხლი 29

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 153³გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე
  • 153⁹ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე
  • 135²ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილთან ან/და დროსთან შეუსაბამო ადგილას ან/და დროს მოძრაობა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა
  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 37²უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა
  • 37⁵ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით ან/და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 137¹იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 306საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 25ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 43კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 27მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22125²208209209²24229153³153⁹135²37²37⁵137¹168170153⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…წამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026