Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 125²

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 125². ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევა

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:საგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹5²5³6

1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე პარკირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

3.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების ისეთი საქმიანობისთვის გამოყენება, რომელიც შემოსავლის მიღების მიზნით ხორციელდება, თუ ეს პარკირების ადგილი ამგვარი საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის (გარდა ამ კოდექსის 153 6 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისა), გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

5.არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

5¹.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სახეობის სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

5².ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

5³.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამკრძალავი ნიშნის „სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

6.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი, სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალება პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში დგას, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია, ამ კოდექსის 290 6 მუხლის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთოს ბლოკირება, თუ შესაბამისი მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.

1¹.ამ მუხლის 5 2 და 5 3 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 290 6 მუხლის გათვალისწინებით სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთოს ბლოკირება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება.

2.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს ან შეიძლება შექმნას საავარიო ვითარება ან საცობი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 290 6 მუხლის გათვალისწინებით სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთოს ბლოკირება, თუ საგზაო ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს.

3.სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. სატრანსპორტო საშუალების თვლებს ბლოკირება მოეხსნება სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

5.ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევი ვალდებულია დაჯარიმებიდან 1 საათში შეწყვიტოს ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობა. აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენს შეუძლია შესაბამისი კანონდარღვევის აღსაკვეთად განახორციელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ღონისძიებები.

6.ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილისა) გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში − 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება და გამოიწერება საჯარიმო ქვითარი, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 290 4 და 290 5 მუხლებით დადგენილი წესით.

7.(ამოღებულია - 06.09.2022, №1719) .

8.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 290 4 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4917 – სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.200 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330 საქართველოს 2009 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1812- სსმ I, №30, 02.11.2009წ., მუხ.187 საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4708 – ვებგვერდი, 03.06.2011წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4608 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2025
  2. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
წინა მუხლი 125¹შემდეგი მუხლი 125³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქალაქ თბილისში პარკირების წესების დარღვევა (მუხლი 125²)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

5
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-03-24
2
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 153⁶მუხლი 290მუხლი 290⁴მუხლი 290⁵მუხლი 290⁶

მიუთითებენ მასზე

მუხლი 209²მუხლი 242მუხლი 240¹მუხლი 252ადმინისტრაციული სა… 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 125⁴მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევა
  • 135³ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების გაჩერების ადგილების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერება ან ავტობუსების გაჩერების ადგილებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ან დგომა
  • 135²ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილთან ან/და დროსთან შეუსაბამო ადგილას ან/და დროს მოძრაობა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 25მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
  • 27მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა
  • 26მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 38ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა
  • 31მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
  • 40ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 132სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 54მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
153⁶290290⁴290⁵290⁶209²242240¹252125⁴135³135²25274125²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ადმინისტრაციული სახდელ…ტექნიკური საფრთხის კონ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026